12:16 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-04 14:32:05, 338 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისში 109 დევნილი ოჯახი ბინას მიიღებს

ქუთაისში, ოცხელის ქ. N 2-ში, ყოფილი კლინიკური საავადმყოფოს შენობაში, 109 დევნილი ოჯახი  მალე, კრიტერიუმების შესაბამისად,  ბინას მიიღებს.  
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით,   ქუთაისში,  სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ტერიტორიული  ორგანოში ბინები  ფარული კენჭისყრით  განაწილდა.  
 „კენჭისყრის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ, მშვიდ ვითარებაში წარიმართა. ბინების განაწილების დროს გათვალისწინებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები,  მათ ადაპტირებული ბინები პირველ სართულზე გადაეცათ.
შენობაში სულ  109  ბინაა, აქედან   44 -ერთოთახიანი,  53- ოროთახიანი,   12 - სამოთახიანი. ყოფილი სააავადმყოფოს შენობას, სარეაბილიტაციო სამუშაოები USAID-ის დაფინანსებით ჩაუტარდა.
კენჭისყრამდე, სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა იმ 109 დევნილი ოჯახის სია,  რომლებმაც დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ობიექტზე ბინები მიიღეს. სიების გამოქვეყნების შემდგომ, სამინისტროს დევნილებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ  3  ოროთახიანი ბინის მფლობელ ოჯახს  უფიქსირდებოდათ საკუთრება და მათ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში იყო უზუსტობები. სამინისტრომ დამატებით შეისწავლა აღნიშნული ოჯახები, რის შედეგადაც დარღვევები დადასტურდა და მათ  ბინები ჩამოერთვათ, რომლებიც, კრიტერიუმების შესაბამისად, სხვა დევნილ ოჯახებზე გადანაწილდა“,-ნათქვამია ლტოლვითა და განსახლების უწყების განცხადებაში.
 ბინების განაწილების პროცედურას დაესწრნენ დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეები შოთა რეხვიაშვილი და მამუკა ცოტნიაშვილი, სახალხო დამცველის აპარატის, აფხაზეთის მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ფარული კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა,  კონკრეტულად რომელ ბინებში გადანაწილდებიან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics