22:25 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-04 14:30:34, 319 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: როდესაც ჩამორთმეული ქონება არ არსებობს, სახელმწიფოს მის ჩასანაცვლებლად სხვა მექანიზმები აქვს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, 2 წლის განმავლობაში უწყებას ქონებები საპრივატიზაციოდ არ გაუტანია.

როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს, „სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის“ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განუცხადა, თუ კანონიერი ქონების ჩამორთმევის ფაქტები დადგინდება, ქონება კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება.

ამასთან,  მინისტრის თქმით, იმ შემთვევაში თუ,  ჩამორთმეული ქონება არ არსებობს, სახელმწიფოს მის ჩასანაცვლებლად სხვა მექანიზმები აქვს. ესენია: ობლიგაციები და სხვა ქონებით ჩანაცვლება.

„პროკურატურამ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარა. მოხდა ამ ყველა საქმის სისტემატიზაცია და დახარისხება.  ჩვენ  სამინისტროსთან ერთად მოხდა წინასწარი სურათის შეფასება, თუ რა გვაქვს ქონების წართმევის შემთხვევებში,  იქ სადაც ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ იყო გარკვეული ეჭვები  ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით.   ამ 2 წლის განმავლობაში არ შევხებივართ ქონებას და არ გაგვიტანია საპრივატიზაციოდ. იმ შემთხვევებში სადაც დადგინდება, რომ ადგილი ჰქონდა კანონიერი ქონების ჩამორთმევის ფაქტებს, რა თქმა უნდა მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს გადადგავს და ქონება კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება. იმ შემთხვევებში, სადაც  ჩამორთმეული ქონება არ არსებობს, სახელმწიფოს აქვს სხვადასხვა მექანიზმები, ეს არის სხვა ქონების ჩანაცვლების მექანიზმი, ობლიგაციების მექანიზმი და სხვა. მაგრამ, ის, რომ ამ მიმართულებით სამართლიანობა უნდა იქნას აღდგენილი, კითხვები არ არსებობს“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics