|
2016-07-11 17:19:42, 772 ნახვა
საზოგადოება
მამუკა არეშიძე: აფხაზეთში მცირე ბიზნესი სომხების ხელშია და ეს აფხაზებს აღიზიანებთ
ექსპერტის ჩრდილო-კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძის განცხადებით, დღესდღეობით ფაქტია, რომ სომხები აფხაზეთში აფხაზებზე დიდი რაოდენობით არიან წარმოდგენილნი. როგორც არეშიძემ "ექსპრენიუსს" განუცხადა, აფხაზეთში მცირე ბიზნესი სომხების ხელშია, რაც აფხაზებს აღიზიანებთ. მისივე თქმით, ოფიციალურ დონეზე არ გაჟღერებულა, რომ სომხებს აფხაზეთში კულტურული ავტონომია სურთ, მაგრამ ამის თაობაზე საუბრები არის. "რასაკვირველია, აფხაზეთში სომხებსა და აფხაზებს შორის დაპირისპირება არის. თუმცა, ჯერჯერობით, ეს არ არის ზედაპირზე გამოსული და თვალხილული. რასაკვირველია, სომხების კარგი ვაჭრობის უნარით, მთელი მცირე ბიზნესი აფხაზეთში არის მათ ხელში. ქართულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხები თხოულობენ კულტურულ ავტონომიას. ეს ოფიციალურ დონეზე არსად გაჟღერებულა. თუმცა, ამის თაობაზე საუბრები არის. აფხაზებს აღიზიანებთ ის, რომ სომხები სავაჭრო ურთიერთობებში აქტიურები არიან. მაგალითად, კლასიკური წარმოების ფირმა კეთდება ასე - ფული არის სომხური, თანამშრომლები არიან სომხები, დირექტორი არის აფხაზი. აფხაზები რომ უმცირესობაში არიან, ეს უკვე შემდგარი ფაქტია. აქ მთავარი ისაა, რომ აფხაზეთში შობადობა ძალიან დაბალია, ხოლო სიკვდიალიანობის მაჩვენებელი მაღალი. სომხებში, გარდა იმისა, რომ შობადობა მაღალია, ისინი აქტიურად შემოდიან კრასნოდარის მხრიდან. ასე რომ დემოკრატიული სურათი ასეთია - დღეს აფხაზები რაოდენობის მხრივ უფრო ნაკლები არიან, ვიდრე სხვა ეთნიკური ჯგუფები ერთად. კონკრეტულად მარტო სომხებიც უფრო მეტნი არიან, ვიდრე აფხაზები. რაც შეეხება რუსებს - რუსები ცდილობენ სიტუაცია შეცვალონ სათავისოდ. ზუსტად ამიტომ, გალსა და ზოგიერთ ადგილებში იხსნება სამხედრო დასახლებები, სადაც რუსი ჯარისკაცები ოჯახებით ჩამოდიან საცხოვრებლად", - აცხადებს არეშიძე. ექსპერტის თქმით, ამ ეტაპზე საქართველო ვერაფერს იზამს, რადგან ეს არა პოლიტიკური დემარში, არამედ ტიპიური მოვლენაა, თუმცა, კულუარულად ამას ორგანიზებული სახე აქვს.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)