|
2016-07-11 15:46:51, 1141 ნახვა
სამართალი კომენტარი
რჩეულიშვილი: 30 მილიონს კონცერტებში რომ იხდიან, 10 მილიონი მოეცათ ჩვენთვის და დამთავრებული იქნებოდა ეს ამბავი
30 მილიონს კონცერტებში რომ იხდიან, 10 მილიონი მოეცათ ჩვენთვის და დამთავრებული იქნებოდა ეს ამბავი, - ამის შესახებ „ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ვახტანგ რჩეულიშვილმა პროკურატურასთან ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, იმის მაგივრად, რომ სახელმწიფომ „ცენტრ პოინტის“ კუთვნილი თანხა დააბრუნოს, ქონების წართმევა ხდება. რჩეულიშვილის მიმდინარე მოვლენებს ქონების გადანაწილების პროცესს უკავშირებს. "ასე მოხდა წინა არჩევნებზე და იგივე ხდება დღესაც. არჩევნებზე აღარ უნდათ, რომ ფული დაგვიბრუნონ, რომელიც გვეკუთვნის", - განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა. მისივე თქმით, მთავრობას 50 მილიონი მართებს, რომლის 5% კი, სულ დაამთავრებდა ამ პრობლემას. „10 მილიონი დოლარი, რომელიც მართებს ფინანსთა სამინისტროს ჩვენი, ზედმეტი გადასახადის სახით რომ დაგვიბრუნონ, სულ ააშენებდა ყველა ამ ადამიანის სახლს. იმის მაგივრად რომ ეს ფული დაგვიბრუნონ, ხდება ქონების წართმევა. ცდილობენ, რომ დაამძიმონ სიტუაცია და მაიას ათქმევინონ უარი ქონებაზე. ჩვენ 95% ვალდებულებები შევასრულეთ მაშინ, როცა 70% ცუდი გადამხდელი გვყავს, მთავრობას კი ჩვენი 50 მილიონი მართებს, რომლის 5% კი სულ დაამთავრებდა ამ პრობლემას. ამას ციფრებით დავამტკიცებ ყველა უწყებაში. ეს იცის პროკურატურამაც და ამიტომაც ცდილობენ გუკას დაჭერას, რომ ქონებაზე უარი ათქმევინონ. თუ არ არის პოლიტიკური 30 მილიონს კონცერტებში რომ იხდიან, 10 მილიონი მოეცათ ჩვენთვის და დამთავრებული იქნებოდა ეს ამბავი",- განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)