02:01 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-11 14:42:08, 745 ნახვა

კომენტარი
სუბარი: რჩეულიშვილმა გადაწყვიტა, რომ მის მიერ მოტყუებული ათასობით მოქალაქისთვის, დევნილებიც მიემატებინა

 „რჩეულიშვილმა გადაწყვიტა, რომ მის მიერ მოტყუებული ათასობით მოქალაქისთვის  დევნილებიც მიემატებინა, რასაც ბუნებრივია, ვერ დავუშვებდით და  ხელს არ შევუწყობდით ამაში“,-ასე გამოეხმაურა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი „ცენტრ პოინტის“ საქმესთან დაკავშირებით, ვახტანგ რჩეულიშვილის ბრალდებებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რჩეულიშვილმა ორჯერ მიიღო მონაწილეობა  კონკურსში და  პირველ ჯერზე, მან  ვერ წარმოადგინა საბანკო გარანტია.

მინისტრის თქმით,  საბანკო გარანტიის გარეშე  სახელწიფო ფულს ვერ გადაურიცხავდა.

„როდესაც ჩვენ მენაშენეთა კონკურსი  გამოვაცხადეთ,  ამას ჰქონდა ორი მიზანი.  პირველი  და უმთავრესი,  ბუნებრივია, გახლდათ დევნილების ბინებით დაკმაყოფილება, მაგრამ   ასევე მნიშვნელოვანი  იყო, წლების წინ გაჩერებული მშენებლობების დამთავრებისთვის შეგვეწყო ხელი,  რითაც სხვა მოქალაქეების პრობლემებიც გადაიჭრებოდა.  რჩეულიშვილმა ორჯერ მიიღო მონაწილეობა ამ კონკურსში. პირველ ჯერზე, მან უბრალოდ ვერ წარმოადგინა საბანკო გარანტია და ბუნებრივია,  საბანკო გარანტიის გარეშე  სახელწიფო ფულს ვერ გადაურიცხავდა, რადგან იმ ათასობით მოტყუებულ მოქალაქეთა  შორის   აღმოვჩნდებოდით ჩვენც, ჩვენი სამინისტროც, ბიუჯეტიც და  დევნილებიც. მეორე შემთხვევაში, ვერ წარმოადგინა დაზუსტებული დოკუმენტაცია,   რომ ეს ფართები ნამდვილად მისი საკუთრება იყო,  სად  გადიოდა   შენობის  საზღვრები... ელემენტარული დოკუმენტაცია ვერ მოაწესრიგა. პირველ შემთხვევაში იმდენად აშკარა  იყო ყველაფერი, რომ არც გაასაჩივრა. მეორე შემთხვევაშიც ნათელი  იყო, მაგრამ მაინც გაასაჩივრა და  საბოლოოდ, სასამართლო წააგო კიდეც. გადაწყვიტა,  დევნილებთან მიმართებაშიც ევლო მისთვის  ჩვეული გზით,  მაგრამ ბუნებრივია,   ამის საშუალებას ვერ  მივცემდით.  იმის ნაცვლად, რომ ამ წლების განმავლობაში   ეზრუნა მისგან მოტყუებული მოქალაქეების  დაკმაყოფილებაზე,   ცხოვრობდა როგორც მილიონერი და არაფერს იკლებდა.  ახლა კი, როცა სისხლის სამართლებრივი დევნა, რაღაც ეტაპამდე  მივიდა, გადაწყვიტა, პოლიტიკური განცხადებებით დაიძვრინოს თავი. ამას ჯობია, სამართლებრივი არგუმენტები მოიშველიოს ბრალდების წინააღმდეგ და რამენაირად სცადოს იმ ადამიანების დაკმაყოფილება, რომლებიც უბინაოდ არიან დარჩენილნი მისი ფინანსური მაქინაციების გამო. ეს იქნება ყველაზე კარგი გამოსავალი. პირველ ეტაპზე,  კონკურსზე 5 სხვადასხვა ობიექტით შემოვიდა რჩეულიშვილი, მათ შორის, ერთ-ერთი განსაკუთრებით მოგვეწონა, რადგან  პრაქტიკულად, მზა   ობიექტი იყო დიდ დიღომში. მშენებლობა დასრულებული  იყო და უკვე რემონტსაც ამთავრებდნენ.  გაიმარჯვეს და როცა საქმე საქმეზე  მივიდა, რომ ბინები უნდა შეგვეძინა,  პირი გვიცვალეს.  თქვეს, რომ ეს უკვე დამთავრებული კორპუსია, აქ ბინები ისედაც  კარგად იყიდება  და ამიტომ  ამას ვერ მოგყიდით, გვერდით ვაპირებთ მსგავსი კორპუსის აშენებას და იმას მოგცემთო.  იმ ვადებში, რა ვადებზეც იყო შეთანხმება, არათუ  იმ ბინების დამთავრებას, საძირკვლის ამოღებასაც ვერ მოასწრებდნენ. ეს იყო  მორიგი მცდელობა, რომ  კიდევ ერთხელ მოეტყუებინათ, ამჯერად, სახელწიფო და დევნილები და   ბუნებრივია,  მსგავს რამეს ვერ დავუშვებდით“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics