2016-07-09 16:14:28, 618 ნახვა
საზოგადოება
პრემიერმა მდინარე აბაშისწყალში დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა
გიორგი კვირიკაშვილმა მდინარე აბაშისწყალში დაღუპული 18 წლის მიხეილ ბერიშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.
როგორც "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრემიერმა ასევე მაშველ ელგუჯა ჯამრიშვილის ოჯახსაც მიუსამძიმრა, რომელიც ახალგაზრდის დახმარებას ცდილობდა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მათი დაღუპვა დიდი დანაკლისია.
შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა მარტვილის რაიონში სამი დღის წინ მოხდა. 18 წლის ბიჭი მდინარეში დაიხრჩო. აბაშისწყალში ასევე მაშველი დაიხრჩო, რომელიც მიხეილ ბერიშვილის გადარჩენას ცდილობდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან