|
2016-07-09 14:53:26, 608 ნახვა
პოლიტიკა
ჰოლანდია, ესტონეთი და დანია საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის დაჩქარებას მხარს უჭერენ
ვარშავის სამიტის მეორე დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამიტის წინ გამართულ შეკრებაზე, რომელსაც ჰოლანდიის, ესტონეთის, სლოვენიისა და დანიის პრემიერ-მინისტრები, ბელგიისა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრები და ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის დაჩქარების პროცესი განიხილეს. “საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. ერთი საათის განმავლობაში ვსაუბრობდით იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოსთვის არსებობს დღევანდელ უსაფრთხოების გარემოში. როგორც ჰოლანდიის, ასევე ესტონეთისა და დანიის პრემიერ-მინისტრები ცალსახად აცხადებენ, რომ მცდელობას არ დაიშურებენ ყველა ღონე იხმარონ, რათა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი დაჩქარდეს და საქართველოში უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის ღონისძიებები გაძლიერდეს. მათი მხარდაჭერა ისედაც საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანია და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს კიდევ გაფართოვდება ვარშავის შემდეგ. ჩვენი ამოცანაა, ამ პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფარგლებში მივიღოთ მაქსიმალური მხარდაჭერა. დღევანდელი შეხვედრა სწორედ იმას ემსახურებოდა, რომ ნატოს წევრი ქვეყნების პრემიერ-მინისტრებთან პირდაპირი დიალოგი გავმართოთ ყველა იმ ღონისძიების უზრუნველსაყოფად და შესაძლებლობის განსახორციელებლად, რაც ვარშავამ პოლიტიკური გადაწყვეტილებების დონეზე მოგვცა”, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. შეხვედრაზე ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან წარმოდგენილნი იყვნენ პარტიის თავმჯდომარე ჰანს ვანდელინი, პარტიის გენერალური მდივანი იაკობ რასმუსენი და ასევე, პოლონეთის ლიბერალური პარტიის თავმჯდომარე რიჩარდ პერტუ.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)