16:34 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-09 13:55:55, 1318 ნახვა

მსოფლიო
სტოლტენბერგი: ნატო-ს მისია ავღანეთში “მტკიცე მხარდაჭერა” 2016 წლის შემდეგაც გაგრძელდება

ნატო-ს მისია ავღანეთში “მტკიცე მხარდაჭერა” 2016 წლის შემდეგაც გაგრძელდება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ნატო-ს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა ვარშავის სამიტის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს. უახლოეს თვეებში ცნობილი გახდება, თუ რამდენი სამხედრო დარჩება ავღანეთში 2017 წელს.

ამასთან, როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატო-ს წევრები შეთანხმდნენ, ავღანეთის უსაფრთხოების ძალების დაფინანსება 2020 წლამდე გააგრძელონ.

“ჩვენი გზავნილი მკაფიოა. ავღანეთი არ დარჩება მარტო ჩვენი თანამშრომლობა გრძელვადიანია”, - განაცხადა სტოლტენებრგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა “მტკიცე მხარდაჭერის მისიის” მონაწილე ქვეყნებს ავღანეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის. სტოლტენებრგი ასევე მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის ბოლომდე აშშ-ი ავღანეთიდან ნაკლებ სამხედროს გაიყვანს, ვიდრე აქამდე იყო დაგეგმილი.

ცნობისთვის, 2017 წლიდან ავღანეთში 8400 ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება. თავდაპირველი გეგმით კი გათვალისწინებული იყო, რომ 2017 წელს ავღანეთში 5500 სამხედრო დარჩებოდა.

იენს სტოლტენებერგის განცხადებით, ნატო განაგრძობს ავრანეთის მხარდაჭერას, თუმცა ავღანეთი დღეს განიცდის სერიოზულ არასტაბილურობასა და ძალადობას.

როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენიაზე განაცხადა, ბოლო პერიოდში ავღანეთმა რეფორმებში პროგრესს მიაღწია, თუმცა ეს პროგრესი უნდა გაგრძელდეს, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ.

შეგახსენებთ, რომ ვარშავაში ნატო-ს სამიტის მეორე დღე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომით დაიწყო. შეხვედრაზე ავღანეთის “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაზე იმსჯელეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
სალომე ზურაბიშვილი: საჭიროა, ახალი პარტიები გამოჩდნენ
მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics