2016-07-08 22:47:35, 522 ნახვა
სპეციალური ანონსი
9 ივლისის სპეციალური ანონსი
9 ივლისს, 11:00 საათზე, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11-კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთი გაიხსნება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე და იაპონიის ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი დაესწრებიან.
მის: საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 248-ე კილომეტრი (ბაშის კვანძი)
9 ივლისს, 11:00 საათზე, სასტუმრო Holiday Inn-ში „ევროპელი ახალგაზრდა კონსერვატორების“ (EYC) ორგანიზებით მშვიდობის კონფერენცია გაიმართება, რომელიც მსოფლოში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს შეეხება.
9 ივლისს, 11:30 საათზე, ,,ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია" პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავს.
თემა: დანამატები და პრემიები
საკონტაქტო ტელ: 598 54 94 84
9 ივლისს, 12:00 საათზე, კლინიკა „ჰეპაში“ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე C ჰეპატიტის პროგრამის მიმდინარეობისა და სიახლეების შესახებ განცხადებას გააკეთებს.
მის.: ლუბლიანას ქ. #18/20, ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის მე-3 სართული
საკონტაქტო პირი ტატა გამყრელიძე - 595 23 88 42
9 ივლისს, 12:00 საათზე, სოფელ დიცის საჯარო სკოლაში, პროექტ ”შემოსაზღვრე საქართველოს” ფარგლებში „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ ფილოსოფოს ლევან გიგინეიშვილის საჯარო ლექცია გაიმართება. ასევე, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ლიტერატურული პროცესების განვითარებისა და კულტურათაშორისი დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.
9 ივლისს, 13:00 საათზე, “პარტიზანი მებაღეობა” 5515 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე გაშენებული ნახევრსაუკუნოვანი წიწვოვანი და სხვა უნიკალური ჯიშის ტყე-პარკის გადასარჩენად, სადაც დაგეგმილია რამდენიმე მრავალსრთულიანი კორპუსის მშენებლობა, საპროტესტი აქციას გამართავს.
მის: ნუცუბიძის ქ. #77
9 ივლისს, 13:30 საათზე, ფონდი ”ქართუ” Black Sea Arena -ს სახელმწიფოს გადასცემს. შეთანხმებას, ფონდის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჩხეტიანი და საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გააფორმებენ. ცერემონიალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ფონდ ”ქართუს” წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, მუსიკალური პროდიუსერები, რეჟისორები, ტურისტული კომპანიებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრებიან.
მის.: შეკვეთილი, Black Sea Arena.
9 ივლისს, 14:00 საათზე, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის ბაზაზე სოციალური საწარმო - სამკერვალო „მებიუსი“ გაიხსნება.
მის: კონსტიტუციის ქ. №2 (ნინოშვილისა და წინამღვრიშვილის ქუჩების პერპენდიკულარულად. შესასვლელი - ყოფილი მე-2 საავადმყოფოს ეზოდან).
საკონტაქტო პირი მანანა შარაშიძე - 599 531051
9 ივლისს, 14:00 საათზე, ახმეტელის თეატრში არასამთავრობო ორგანიზაცია ააიპ "საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა უფლებების და ბუნების დაცველთა მოძრაობის" დამფუძნებელი ყრილობა გაიმართება.
საკონტაქტო პირი ლადო ბოჟაძე - 577 777 900
9 ივლისს, 16:00 საათზე, სოფელ დიცის საჯარო სკოლაში, პროექტ ”შემოსაზღვრე საქართველოს” ფარგლებში სოფელ ტირძნისში სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლის კონცერტი გაიმართება.
9 ივლისს, 19:00 საათზე პროექტ ''Check in Georgia'' - ს ფარგლებში, ქალაქ ოზურგეთს მომღერლები: თემო საჯაია, მარიკო ებრალიძე, ქეთი ფარესაშვილი და ზაურ შავგულიძე ეწვევიან.
მის: ჭადრების ბაღის მიმდებარე ტერიტორია
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან