03:29 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-08 22:18:28, 463 ნახვა

პოლიტიკა
ნატო საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარება

ნატო-საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით ახალი ნაბიჯები გადაიდგმება. შესაბამისი გადაწყვეტილება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მიიღეს, რაც ერთობლივ განცხადებაშიც აისახა. 

„მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით ახალი ნაბიჯების გადადგმაზე, რათა დავეხმაროთ საქართველოს, გააძლიეროს მისი თავდაცვითი, თავსებადობისა და მდგრადობის შესაძლებლობები. აღნიშნული ინიციატივები ითვალისწინებს საქართველოსთვის სამხედრო განათლებისა და წვრთნების სფეროში დახმარებას, შესაძლო ნდობის ფონდის საშუალებით და ასევე დახმარებას სტრატეგიული კომუნიკაციების კუთხით. მოკავშირეები დახმარებას გაუწევენ საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისა და საჰაერო მეთვალყურეობის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით. მოკავშირეები, საქართველოს თავდაცვისა და მდგრადობის გაძლიერების მიზნით, ორმხრივ ფორმატშიც ახორციელებენ სხვადასხვა პროგრამებს. ჩვენ ასევე უფრო მეტ ყურადღებას მივაპყრობთ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას“, - ნათქვამია ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივ განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ როგორც არსებული, ასევე ახალი ინიციატივების მიზანია ალიანსთან საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების და თავსებადობის გაძლიერება.

„აღნიშნული ინიციატივები ასევე ეხმარებიან საქართველოს, როგორც ასპირანტ ქვეყანას, წინ წაიწიოს გაწევრიანების მზადების პროცესში“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც საერთო ჯამში 10 პუნქტისგან შედგება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics