11:13 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-08 19:22:51, 1019 ნახვა

ეკონომიკა
გენადი არველაძე მოლდოვას საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკაში არსებული ეკონომიკური ვითარება განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და მოლდოვას რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გეორგე ლეუკამ შეხვედრაზე, რომელიც 8 ივლისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს განიხილეს  ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, მათ შორის მხარეთა საექსპორტო შესაძლებლობები და აღნიშნეს, რომ საჭიროა ამ მხრივ ურთიერთობების გააქტიურება და გაღრმავება. ასევე აღინიშნა, რომ ორმხრივი სამართლებრივი ბაზის განვითარებისა და სრულყოფის კუთხით, მნიშვნელოვანი იქნება მთავრობათაშორისი შეთანხმებების გაფორმება ტურიზმისა და ასევე სტანდარტებისა და მეტროლოგიის მიმართულებით, რომლებიც დამატებით ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის მიერ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების მნიშვნელობას. გამოითქვა მზადყოფნა, ითანამშრომლონ აღნიშნული შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებით ურთიერთგამოცდილების გაზიარების კუთხით.

შეხვედრის დასასრულს მხარებმა აღნიშნეს, რომ დადგა ის პერიოდი, როცა საჭირო და აუცილებელია საქართველო-მოლდოვას შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდეს და კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შევიდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა შორის განხილულ იქნა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების სამთავრობო კომისიის შექმნის აუცილებლობა, მომავალი წლის დასაწყისში კომისიის პირველი სხდომის გამართვის შესაძლებლობა და ამავე კომისიის პირველი სხდომის ფარგლებში ერთობლივი ბიზნეს-ფორუმის გამართვა, რაც ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების გაცნობისა და საქმიანი კონტაქტების დამყარების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics