|
2016-07-08 16:16:58, 596 ნახვა
პოლიტიკა
იუნკერი: ძლიერი ევროკავშირი ნიშნავს ძლიერ ნატო-ს და ძლიერი ნატო ნიშნავს ძლიერ ევროკავშირს
ჩვენს მიერ ხელმოწერილი დეკლარაცია არის მკაფიო სიგნალი - ძლიერი ევროკავშირი ნიშნავს ძლიერ ნატო-ს და ძლიერი ნატო ნიშნავს ძლიერ ევროკავშირს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ნატო-ს დეკალარაციის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. იუნკერის თქმით, ევროკავშირი სრულად შეასრულებს თავის ვალდებულებებს. „ჩვენი ქმედებები, ჩვენი რესურსები ავსებს ერთმანეთს. თუმცა დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ კიდევ უფრ მეტი გავაკეთოთ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი. ეს არის ის სფერო, სადაც ევროკავშირი უნდ იყოს ამბიციური. გასულ კვირას ფედერიკა მოგერინიმ წარადგინა ევროკავშირის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის გლობალური სტრატეგია, რაც ჩვენი პოლიტიკური ამბიციის მკაფიო დადასტურებაა. ევროკავშირი სრულად შეასრულებს თავის ვალდებულებებს. ბოლო 18 თვის განმავლობაში ჩვენ უკვე ბევრი გავაკეთეთ, ჩვენი სამუშაო გრძელდება. მიდმინარე წლის აპრილში ჩვენ დავიწყეთ ჰიბრიდულ საფრთხეებზე რეაგირების ჩვენი სტრატეგია, რაც მსოფლოს ცვლილების აღმნიშვნელია, როდესაც სამხედრო საფრთხე მრავალ საფრთხეს შორის მხოლოდ ერთ-ერთია. ევროკავშირი თანამშრომლობს ნატო-სთან განსაკუთრებით ჰიბრიდული საფრთხეების გამოვლენის კუთხით”, - განაცხადა იუნკერმა. როგორც იუნკერმა აღნიშნა, ძლიერი ევროპული თავდაცვა ითხოვს ძლიერ თავდაცვით ინდუსტრიას. „ეს შესაძლებელია მხოლოდ წევრი ქვეყნების ხელშეწყობით. მიმდინარე წლის ბოლოს ჩვენ გამოვაქვყნებთ ჩვენი თავდაცვის სამოქმედო გეგმას, რომელიც თავს მოუყრის ყველა ინსტრუმენტს, რომლის შეთავაზებაც ევროკავშირს შეუძლია”, - აღნიშნა იუნკერმა. შეგახსენებთ, რომ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ დეკალარაციას მოაწერეს ხელი.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)