2016-07-08 14:53:04, 603 ნახვა
საზოგადოება
აბაშისწყალში დაკარგული 17 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს
მაშველებმა მარტვილში, აბაშისწყალში დაკარგული 17 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს.
ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შსს-ს საგენგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
ამ დრომდე ეძებენ ოჯახის მიერ დაქირავებულ მყვინთავს.
შეგახსენებთ, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შევიდა შეტყობინება, რომ 17 წლის ბიჭი ხიდიდან გადახტა. ადგილზე მივიდნენ მაშველები და დაიწყეს ძებნა, თუმცა სააგენტოს ინფორმაციით, ოჯახის წევრებმა შსს-სთან შეუთანხმებლად, სამძებრო სამუშაოებში მყვინთავი ჩართეს, რომელიც ასევე გაუჩინარდა.
ადგილზე 40 მაშველი იმყოფება, გარდა ამისა, მარტვილში ბათუმიდან და თბილისიდან მყვინთავების ჯგუფები ჩავიდნენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან