18:09 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-08 13:25:12, 507 ნახვა

საზოგადოება
დიდუბის რაიონში თანადაფინანსებული პროექტები II კვარტალში 100%-ით შესრულდა

დიდუბის რაიონში, თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება, 2016 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, 100 % შესრულდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 821 400 ლარი 94 სხვადასხვა პროექტზე დაიხარჯა. 

მათივე ინფორმაციით, 27 მისამართზე შენობის ქანობიანი და ბრტყელი სახურავი შეკეთდა, 20 ობიექტზე შეიცვალა ლიფტი, 26 მისამართზე განხორციელდა სადარბაზოს შიდა სარემონტო სამუშაოები, ასევე, დომოფონისა და მეტალის კარის მონტაჟი. 

ავარიული სახლების გამაგრებითი სამუშაოები დასრულდა 1 მისამართზე. მომზადდა შენობის გამაგრების 3 საპროექტო დოკუმენტაცია, 12 მისამართზე დასრულდა საერთო სარგებლობის კიბეების, სართულშუა ნაპრალებისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია.

3 თვის განმავლობაში, დიდუბის რაიონის გამგეობაში, სხვადასხვა თხოვნის საფუძველზე თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებაში, 244 განცხადება შემოვიდა. 
განცხადებების დაფინანსება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics