2016-07-08 11:19:18, 578 ნახვა
საზოგადოება
ვანში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაიტბორა
ძლიერი წვიმის შედეგად ვანში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა.
20/30-ის ინფორმაციით, წვიმა გუშინ საღამოს დაიწყო, მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა, სანიაღვრე არხებმა კი წყლის ნაკადი ვეღარ დაიტია, რის გამოც წყალმა საცხოვრებელი სახლები დატბორა.
მათივე ინფორმაციით, დაიხოცა შინაური ფრინველები და ცხოველები, დაიტბორა სასოფლო სავარგულები, ჩაიხერგა შიდა გზები.
ვანის მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტრო ენერგია და ვუნებრივი აირა.
ადგილზე სამაშველო ბრიგადები და სპეციალური მძიმე ტექნიკა მუშაობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან