18:10 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-08 10:00:18, 713 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ისტორია ლეღვთახევის კლდეზე იქნება ნაჩვენები

10 ივლისიდან 25 ივლისამდე, ყოველ საღამოს 21:00 საათიდან, კომპანია „ბოქს მედია გრუპ"-ის ორგანიზებითა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, ლეღვთახევში (აბანოთუბანში) ვიდეო პროექციით კლდეზე გაცოცხლდება თბილისის ისტორია.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ტექნოლოგიების და ბუნების სინთეზით მოეთხროთ თბილისის უახლესი ისტორიის ნაწილი, რისთვისაც ბევრი ძიების შემდეგ ტურისტებით და ახალგაზრდებით ყველაზე მეტად დატვირთული ადგილი - ლეღვთახევი შეარჩიეს. ასე დაიბადა კლდეზე თბილისის ისტორიის გაცოცხლების იდეა, რომელიც ხაზს გაუსვამს ბუნებრივად ლამაზ და მეტად საინტერესო ადგილს.

მათივე ცნობით, პროექტის მიზანია  ტურისტებს გაააცნონ  ძველი თბილისის ისტორიული იერსახე, შესთავაზონ საქართველოში არსებული უამრავი სხვა ადგილები, დაცული ტერიტორიები, ხუროთმოძღვრების ძეგლები და სხვა მრავალი.

პროექტის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ყოველივე ეს ხელს შეუწყობს, როგორც შიდა ტურიზმის განვითარებას ასევე კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას და რა თქმა უნდა  მოქალაქეებისათვის ინფორმაციის მიწოდებას ასეთი განსხვავებული კომუნიკაციის საშუალებით. ასევე, დამთვარიელებლებისთვის საინტერესო, ინფორმაციული და გასართობი სანახაობის შეთავაზება.

ლეღვთახევის კლდეზე ვიდეო პროექციით გავა ძველი თბილისის ფოტომატიანე, ვიდეო კლიპები საქართველოს შესახებ, დრონით გადაღებული თბილისის ხედები, ქვიშით ხატვით მოთხრობილი თბილისის ისტორია და გასართობი ვიდეო ანიმაცია.

ორგანიზატორები მადლობას უხდიან დახმარებისთვის და თანადგომისთვის ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრს, კრწანისის გამგეობას, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, სინათლის ქალაქს, გამომცემლობა პალიტრა L, კომპანია copter.ge-ს, ნონა გიუნაშვილს,  მიხეილ კობიაშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარი დაუჭირა ამ პროექტის განხორციელებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics