8 ივლისს, 09:30 საათზე, თბილისში, სახელმწიფო დახმარება DCFTA-ის კონტექსტში სასტუმრო Continent Cron Palace-ში, საერთაშორისო სემინარი გაიმართება, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, თბილისის მერიის, საპარტნიორო ფონდის, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, საქართველოს პარლამენტის, ეკონომიკური საბჭოსა და სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან.
მის: ხეივნის ქ. #12-13
8 ივლისს, 10:00 საათზე, სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” „ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის“ (NALAG) მიერ განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება ადგილობრივი დემოკრატიისთვის“ დასკვნითი კონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადგილე სტეფან სტორკი, ევროკავშირის დელეგაციის სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის პროექტის მენეჯერი დომინიკა სკუბიდა, პარლამენტის ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის წევრები და სხვები დაესწრებიან.
8 ივლისს, 11:00 საათზე, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფესტივალ „არტგ-გენის“ ორგანიზატორები, ფესტივალის მხარდამჭერებთან ერთად, "არტ-გენის" თბილისის ტურის პროგრამას წარადგენენ. პრესკონფერენციას თბილისის ვიცე-მერი ნინა ხატისკაცი და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე კახი კანდელაკი დაესწრებიან.
8 ივლისს, 11:00 საათზე, სახალხო დამცველი ბრიფინგს გამართავს.
თემა: სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება
მის: ნ. რამიშვილის ქ. #6
8 ივლისს, 11:00 საათზე, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში გიგი წერეთლის პროსკონფერენცია გაიმართება.
8 ივლისს, 11:00 საათზე, სერგო რატიანის პრესკონფერენცია გაიმართება.
მის: გლდანი, ყვარლის მეოდანი, მეტრომშენის დასახლება, 103-ე სკოლასთან.
8 ივლისს, 11:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან და ლონდონში ვიზიტთან დაკავშირებით პორტალ ”კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565
8 ივლისს, 11:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მედიისათვის, კვლევის "ავტომობილით დედამიწის გარშემო" პრეზეტაციას გამართავს. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია, 2015 წლის განმავლობაში მცხეთა-მთიანეთის მხარის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების მიერ მოხმარებული საწვავის შესახებ.
მის: ჯ. კახიძის ქ. #15, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სასემინარო დარბაზი.
7 ივლისს, 11:00 საათზე, “პაატა ბურჭულაძე-მოძრაობა სახელმწფიო ხალხისთვის” ეკონომიკური განვითარების გეგმის პრეზენტაციას გამართავს.
მის: რუსთაველის გამზ. #13, სასტუმრო „თბილისი მარიოტი“
8 ივლისს, 11:30 საათზე, ვაჟა-ფშაველას ფონდის თავმჯდომარე ლელა რაზიკაშვილი პორტალ ”კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: „ვაჟა-ფშაველას 155-ე, საიუბილეო წელთან დაკავშირებით ინიციატივა და შეთავაზება ქართულ მედიას“.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565
8 ივლისს, 14:30 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება.
მის: თავისუფლების 2
8 ივლისს 15:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.
მის: თავისუფლების 2
8 ივლისს, 15:00 საათზე, სამეგრელოს რეგიონის წარმომადგენლებთან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ორგანიზებული საჯარო შეხვედრა გაიმართება.
მის: ქ.ზუგდიდში, რუსთაველის ქ. N90
საკონტაქტო პირი რუსუდან შამუგია - 577 47 99 99
8 ივლისს, 15:00 საათზე, დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის 2017-2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხილვა მოეწყობა. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული დაესწრება.
სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტი“
8 ივლისს, 15:00 საათზე, პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით მეორე მრგვალი მაგიდა „აირჩიე განათლება, დააფინანსე მომავალი” ჩატარდება. შეხვედრის ორგანიზატორია საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიცია “განათლება ყველასათვის - საქართველო”.
მის: ოთარ ჩხეიძის ქ. #5 (ყოფილი შანხაის მიმდებარე ტერიტორია)კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი.
საკონტაქტო პირი გიორგი ლეონიძე - 598 111 321
8 ივლისს, 18:00 საათზე, თბილისში კაკაბაძის ქუჩაზე “ტერასა ჰოტელში” ბრიტანულ- ქართული სავაჭრო პალატის ოფიციალური მიღება გაიმართება, რომელსაც ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი ტიფანი სადლერი, საქართველოს მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრებიან.
8 ივლისს, 19:00 საათზე, თბილისი, სასტუმრო „რუმსში” გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაცია WeCare-ის ინიციატივით, საქართველოში კამპანია „MenCare“ დაიწყება.
საკონტაქტო პირი სალომე ბენიძე - 577 211 300
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან