2016-07-07 22:17:22, 731 ნახვა
საზოგადოება
სამხატვრო აკადემიაში ხანძარია, დაიწა 15 კვ. მეტრი ფართი
თბილისში, სამხატვრო აკადემიის შენობაში ხანძარია.
როგორც ცნობილია, ცეცხლი შენობის იატაკზე გაჩნდა. დამწვარია დაახლოებით 15 კვ. მეტრი ფართი. ხანძარი ჯერჯერობით ლიკვიდირებული არ არის.
ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო მანქანები. პატრულის მიერ გადაკეტილია გრიბოედოვის ქუჩა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან