22:59 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-07 19:08:06, 628 ნახვა

პოლიტიკა
პოლონეთის პრეზიდენტი: ნატო თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს

პოლონეთის პრეზიდენტის ანჟეი დუდას განცხადებით, ნატო-ს უსაფრთხოების გასაძლიერებლად სამიტზე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

როგორც ანჟეი დუდამ იენს სტოლტენებერგთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, უპირველეს ყოვლისა, ეს გადაწყვეტილებები ალიანსის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილს ეხება.

“არავისთვისაა საიდუმლო, რომ უსაფრთხოების მხრივ ვითარება ბოლო წლებში შეიცვალა. ამიტომ ალიანსი ვალდებულია და მზად არის, მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები უსაფრთხოების გასაძლიერებლად იქ, სადაც ეს აუცილებელია. დღეს ეს უპირველს ყოვლისა საჭიროა აქ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე, და სამხრეთით”, -განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ანჟეი დუდას თქმით, ალიანსი ერთიანია და კავშირის თითოეული წევრის უსაფრთხოება ნატო-სთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია. 

დუდას განცხადებით, ალიანსი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების შესახებ გადაწყვეტილებებს სამიტის პირველ დღეს, 8 ივლისს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ 

8-9 ივლისს ვარშავის ცენტრში მდებარე ეროვნულ სტადიონზე ნატო-ს სამიტი გაიმართება.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტში მონაწილეობას 58 ოფიციალური დელეგაცია მიიღებს. მონაწილეთა შორის ნატო-ს 28 მოკავშირე არის, მონტენეგრო, რომელიც ვარშავის სამიტზე ოფიციალურად ალიანსის წევრი გახდება, 26 პარტნიორი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ასევე გაერო-ს, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები.

სულ სამიტს დაახლოებით 2 500 დელეგატი დაესწრება. ღონისძიებას მედიის 2 000-მდე წარმომადგენელი გააშუქებს.

ცნობისთვის, ეს ნატო-ს რიგით 28-ე სამიტი იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics