16:25 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-07 17:58:49, 672 ნახვა

საზოგადოება
სამგორის რაიონში ჭირნახულისა და მაისურაძის ქუჩებზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

სამგორის რაიონში, ჭირნახულისა და მაისურაძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები დასრულდა. გასუფთავდა ტერიტორია, მოიჭრა გამხმარი ხეები, შეიღება გარე განათების ბოძები. ასევე, გამოიცვალა ცენტრალური წყლის მილი და შეიცვალა დაზიანებული წყალსადენის ქსელი. 

ჩატარებული საგზაო სამუშაობის შედეგად, მაისურაძის ქუჩაზე 17639 კვ.მ ასფალტის საფარი დაიგო, ჭირნახულის ქუჩაზე კი 14676 კვ.მ. 

„სამგორის რაიონში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხოციელდა. რამდენიმე ქუჩაზე დასრულდა ასფალტის საფარის დაგება, შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, იგეგმება სკვერების და მოედნების მოწყობაც. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გადავწყვიტოთ ის ძირითადი საჭიროებები,  რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს“, - განაცხადა სამგორის რაიონის გამგებელმა გიორგი ბაგრატიონმა.

(ns)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics