16:28 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-07 17:21:16, 601 ნახვა

საზოგადოება
მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახური 6 თვის ანგარიშს აქვეყნებს

აღსრულების ეროვნულ ბიუროს მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახური 6 თვის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოს ანგარიშს აქვეყნებს.

2016 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით სამსახურმა ჯამში 1 800-ზე მეტი აქტივობა განახორციელა. 
მხარეებთან ჩატარდა 738 შეხვედრა, სადაც მოხდა მოქალაქეთა მიერ დასმული საკითხების შესწავლა და მათი მოთხოვნათა შესრულების შემდგომი კოორდინაცია. ასევე, აღნიშნულ პერიოდში სამსახურმა განიხილა 571 განცხადება და მომზადდა წერილობითი პასუხები განცხადებაში დასმულ საკითებზე მოქალაქეებისთვის სამართლებრივი კონსულტაციის თუ ინფორმაციის მიწოდების მიზნით. 
მოქალაქეებთან პირადი თუ სატელეფონო კომუნიკაცია მიზნად ისახავს მხარეთა მორიგებას წარმოების ფარგლებში. მსგავსი კომუნიკაციით შედეგად, უმეტეს შემთხვევაში, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას. საანგარიშო პერიოდში, სამსახურის ჩართულობის შედეგად, მორიგებით დასრულებულია 160 სააღსრულებო წარმოება. 

მომზადდა არაერთი ანალიზი და ანგარიში, სადაც მოხდა მიმდინარე საქმეების დეტალური შესწავლა, მხარეთა ინტერესების დარღვევის იდენტიფიცირება და მათი ანალიზი, რის შემდგომაც სამსახურმა მომზადდა 133 რეკომენდაცია. მათ შორის, სამსახურის რეკომენდაციით, სასურველია გამარტივებული საქმისწარმოების პროგრამას დაემატოს მონაწილე პირებისთვის ხედვის ფუნქცია, ე.წ მოქალაქეთა პორტალი. აღნიშნული სერვისის ამოქმედება ხელს შეუწყობს მხარეთა უფლებების და კანონიერი ინტერესების დარღვევის შემთხვევების შემცირებას, აამაღლებს გამჭვირვალობის ხარისხს და, ამავდროულად, დაზოგავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა რესურს. ასევე, ტერიტორიული ბიუროების უფროსებს მიეცათ რეკომენდაცია, მოვალის ინფორმირების მიზნით, ამოწურულ იქნეს უწყების ჩაბარების კანონით დადგენილი ყველა შესაძლო ღონისძიება, მათ შორის, აღმასრულებლის მიერ განხორციელდეს მოვალის მისამართზე ვიზიტი. მხოლოდ აღნიშნული მოქმედებების განხორციელების შემდგომ მოხდეს წინადადების საჯარო გამოქვეყნება ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე. რეკომენდაცია განაპირობა იმ ფაქტორმა, რომ მოვალეთა დიდ ნაწილს არ აქვს ინტერნეტსა და ვებ გვერდზე წვდომის შესაძლებლობა. 

აღსანიშნავია, რომ მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურის რეკომენდაციების აბსოლუტური უმრავლესობა პრაქტიკაში დაინერგა. 

მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახური საჭიროების არსებობისას უზრუნველყოფს სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირების მისამართებზე გასვლას. აღნიშნულ პერიოდში, განხორციელდა 360 მისამართზე გასვლა აღმასრულებლებთან ერთად, რომლის ფარგლებშიც მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერები ახორციელებენ მხარეთა უფლებების განმარტებასა და კანონიერი ინტერესების დაცვას. ასევე მათი ჩართულობის ერთ-ერთი მიზანია, მაქსიმალურად შეეწყოს ხელი მოვალის მხრიდან ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებას. 

განხორციელდა 92 დასწრება გამოსახლებებსა და დემონტაჟზე, სადაც მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერების მხარეებთან აქტიური კომუნიკაციით, ხდება მათი ინფორმირება საქმის მიმდინარეობის შესახებ, სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა, შუამდგომლობა თვითმმართველ ორგანოებთან მათთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით. მხარეთა ინტერესების დაცვის მენჯერების სამართლებრივი კონსულტაციის შედეგად გაიზარდა საქმეების მორიგების გზით დასრულების მაჩვენებელი. 
მხარეთა კანონიერ ინტერესებს შორის ბალანსის შენარჩუნების მიზნით აღსრულების ეროვნულ ბიუროში მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახური 2013 წელს შეიქმნა. სამსახური აქტიურ მონაწილეობას იღებს მხარეთა ინტერესების დარღვევის რისკების მინიმალიზაციაში, ასევე მსგავსი შემთხვევების იდენტიფიკაციასა და გამოვლენაში.

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics