22:59 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-07 15:29:27, 652 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტის კომიტეტმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმს კომიტეტის 42-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 9 წინააღმდეგი იყო, ერთმა კი თავი შეიკავა.

აღნიშნულ საკითხზე მომხსენებელი "ევროპის სახალხო პარტიის" წევრი, ესპანეთის წარმომადგენელი აგუსტინ დიას დე მერა გარსია კონსუერგა იყო.

"ჩვენ უნდა აღვჭურვოთ საკუთარი თავი მოქნილი და სანდო ინსტრუმენტით, თუმცა ის ასევე უნდა მოიცავდეს მკაფიო გარანტიებს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით", - განაცხადა დიას კონსუერგამ.

ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივების საკანონმდებლო ინიციატივას მაისის ბოლოს დაუჭირა მხარი. მექანიზმი უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერებას იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ მესამე ქვეყანამ ვიზალიბერალიზაციით გათვალისწინებული პირობები დაარღვია.

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივების საკითხი დღის წესრიგში ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის, უკრაინისთვის, კოსოვოსა და თურქეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის შემდეგ დადგა.

როგორც ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი სწორედ შეჩერების მექანიზმის დამტკიცების შემდეგ დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა. საქართველოს ვიზალიბერალიზაციას კომიტეტის წევრებმა ხმათა უმრავლეოსბით დაუჭირეს მხარი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics