16:27 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-07 14:13:03, 662 ნახვა

საზოგადოება
„მართე შენი ქალაქი“ - საბურთალოს რაიონის გამგეობამ მორიგი საპილოტე პროექტი დაიწყო

საბურთალოს რაიონის გამგეობამ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშესაწყობად, ახალი საპილოტე პროექტის განხორციელება დაიწყო. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, „მართე შენი ქალაქი“ პირველ ეტაპზე, მხოლოდ საბურთალოს რაიონში განხორციელდება. 

მათივე ცნობით, პროექტის მიზანია ამხანაგობების დამოუკიდებელ, თვითკმარ სუბიექტებად ჩამოყალიბებისთვის მესაკუთრეთა ცნობიერების ამაღლება.

საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ საზოგადოებას პროექტის ფარგლებში, ღია კონკურსის წესით, შერჩეული 30 ტრენერ-კონსულტანტი გააცნო, რომლებიც მოსახლეობას პროექტის სარგებლიანობის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას და ამხანაგობებს კონსულტაციას გაუწევენ, რათა მათ ხელთარსებული ქონების ეფექტური მართვა შეძლონ.

„საბურთალოს რაიონის მცხოვრებლებს მინდა წარვუდგინო ჩვენი პროექტის მთავარი მონაწილეები - ახალგაზრდა, კვალიფიციური და ენერგიული კონსულტანტები, რომლებიც მოვლენ თქვენთან, ყველა მესაკუთრესთან და გაგიწევენ კონსულტაციას იმის შესახებ, თუ რა არის ამხანაგობა, რა უპირატესობები აქვს მას, რას ნიშნავს საერთო სარგებლობის ქონება, ვის ევალება თანასაკუთრების მოვლა-პატრონობა და რაც ყველაზე მთავარია, კონსულტანტები განგიმარტავენ თუ რა შესაძლებლობები გაქვთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობის კუთხით, რომლის შედეგად მიღებული შემოსავალიც შეგიძლიათ თქვენს ხელთარსებული ქონების მოვლისა და განვითარებისათვის გამოიყენოთ,“ - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

ბექა მიქაუტაძის თქმით, ამხანაგობებს კომერციული განვითარების უდიდესი შესაძლებლობები აქვთ, რომელიც ეფექტურად არის აპრობირებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოში კი საბურთალოს მცხოვრებლებს ექნებათ შესაძლებლობა პირველები იყვნენ ამ მიმართულებით. 

დღესვე, პროექტ „მართე შენი ქალაქის“ ლოგოს პრეზენტაციაც შედგა, რაც მოსახლეობას კონსულტანტების იდენტიფიცირებას გაუადვილებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics