7 ივლისი, 07:30 საათზე, ”რედისონში” „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ჯონ კერის შეხვდებიან.
7 ივლისს, 08:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ „თავისუფელი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ვიქტორ დოლიძესთან ერთად შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის შეხვდება.
7 ივლისს, 09:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
7 ივლისს, 10:00 საათზე, ქ. ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, გაიხსნება კონფერენცია, სახელწოდებით: „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უფრო ეფექტიანი ადგილობრივი მმართველობა: ახალი გზები და საშუალებები - გამოცდილების გაზიარება“.
7 ივლისს, 10:30 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი სამწლიანი საქმიანობის და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მრგვალ მაგიდას გამართავს.
7 ივლისს, 11:00 საათზე ,,თავისუფალი დემოკრატები“ „დელისის“ მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე განაახლებს ქუჩის კამპანიას - ,,თავისუფლება ჯარისკაცებს". პარტიის ლიდერები შეაგროვებენ ხელმოწერებს და მოუწოდებენ მოქალაქეებს, თავისი წვლილი შეიტანონ სამხედროების გათავისუფლებაში.
7 ივლისს, 11:00 საათზე, გორში, სასტუმრო „ვიქტორიაში“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციების - მერსი ქორფსის (Mercy Corps) და ოქსფამის - ხელშეწყობით და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით, შიდა ქართლის რეგიონული ფორუმი გაიმართება.
7 ივნისს, 11:00 საათზე ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების აღმასრულებელი დირექტორი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.
თემა: ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების მონაცემთა ბაზებში საქართველოში რეგისტრირებული ნიშნების ინტეგრირება; საქართველოსა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების თანამშრომლობის საკითხები
მის: თბილისი, ნ. რამიშვილის ქ. #31, საქპატენტი
საკონტაქტო პირი ნათია ფოფხაძე - 599585658
7 ივლისს, 11:00 საათზე, სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ში, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და Prime Sports Management-ს შორის სპორტული ტურისტული ღონისძებების ორგანიზების შესახებ მემორანდუმი გაფორმდება. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით პრეკონფენციას ტურიზმის ადმინისტაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე გამართავს.
7 ივლისს, 11:00 საათზე, საბურთალოს რაიონის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში გამგებელი ბექა მიქაუტაძე, ახალი საპილოტე პროექტის “მართე შენი ქალაქი” პრეზენტაციას გამართავს.
მის: მიცკევიჩის ქ. N29
საკონტაქტო პირი ნინო გულბათაშვილი - 595169163
7 ივლისს, 12:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატი ალექსანდრე ჩხიტაური პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565
7 ივლისს, 12:00 საათზე, CSR კვირეულის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართება.
თემა: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თანამედროვე პრაქტიკა საქართველოში.
მის.: ჩოლოყაშვილის ქ. #3/5, ვაკის პარკის პირდაპირ, E 207 აუდიტორია
7 ივლისს, 13:00 საათზე მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ საგამოცდო ნაშრომების გასწორების პროცესს გაეცნონ.
მის: კოსტავას ქ. #68ბ, ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსი
საკონტაქტო პირი თეიკო ანჯაფარიძე - 577 50 09 35
7 ივლისს, 13:30 საათზე, სასტუმრო ”რუმსში” საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგნიზებით მართლმსაჯულების პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართება, რომელსაც ადვოკატები და მოსამართლეები დაესწრებიან.
7 ივლისს, 13:30 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში "დევნილთა პარტიის“ თავმჯდომარე ლელა გულედანი ბრიფინგს გამართავს.
თემა: კონფლიქტების მოგვარება.
მის.: კოსტავას ქ. #68
საკონტაქტო პირი ლელა გულუა - 599115297
7 ივლისს, 14:00 საათზე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის
პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, ქარელის რაიონის სოფელ ბრეთში შიდა ქართლის სოფლის მეურნეობის სექტორს შეხვდება, მათ პრობლემებს პირადად მოისმენს და სხვადასხვა პროგრამების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
მის: სოფელი ბრეთი, სანერგე მეურნეობა
საკონტაქტო პირი სოფიო მაქაცარია - 591650500
7 ივლისს, 16:00 საათზე, ცესკოში პოლიტიკურ პარტიებთან სამუშაო/საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება, სადაც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია პარტიების წარმომადგენლებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას და საკანონმდებლო საკითხებს განიხილავს.
მის.: აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.
7 ივლისს, 17:00 საათზე, საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (GFSIS) პოლიტოლოგ, დიპლომატ, პროფესორ ნიკოლოზ ვაშაკიძის ნაშრომის "ახალი საქართველოსთვის" პრეზენტაცია გაიმართება.
მის: შიო ჩიტაძის ქ. # 3ა
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან