|
2016-07-06 18:44:49, 625 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილეებმა 3 მისამართზე დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს
საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილეებმა ლუკა კანკავამ და გაიოზ ვასაძემ საბურთალოს რაიონში დასრულებული სამი ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერეს და შესრულებული სამუშაოების შესახებ ადგილობრივებისგან შეფასებები მოისმინეს. ვეძისში, მირზა გელოვანის ქუჩაზე მცხოვრებთა განცხადებით, მათი დასახლება გორაკზე მდებარეობს და წლების მანძილზე საგზაო ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაში იყო, რაც არა მხოლოდ ავტოტრანსპორტით, არამედ ფეხით გადაადგილების კუთხითაც, პრობლემას წარმოადგენდა. დღეს კი აღნიშნული პრობლემა მოგვარებულია. საგზაო სამუშაოების გარდა, მირზა გელოვანის ქუჩაზე სასმელი წყლის მილებიც შეიცვალა. მ. გელოვანის ქუჩის მცხოვრებლებმა არსებულ პრობლემებზეც ისაუბრეს, რომელთაგან ერთ-ერთი მირზა გელოვანის ქუჩის მიმართულებით დანიშნული არასაკმარისი სატრანსპორტო მარშრუტებია. მათთვის ასევე აქტუალურია უბანში მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობის ტენდენცია. ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ მრავალსართულიანი სახლების კოეფიციენტის მინიჭების თაობაზე თბილისის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მათ უბანსაც შეეხება. გამგებლის მოადგილეებმა პეტრიწის N10 კორპუსის მცხოვრებლებთანაც გამართეს შეხვედრა, რომლის შიდა ეზოშიც გზის საფარი მოწესრიგდა, ხოლო 14-სართულიან კორპუსს, თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, სართულშუა ნაპრალების პრობლემა მოუგვარდა. სარეაბილიტაციო პროექტის 80% საბურთალოს გამგეობის მიერ დაფინანსდა. ლუკა კანკავა და გაიოზ ვასაძე მოსახლეობას შეხვდნენ პეტრიწის N19-შიც, სადაც დიდი მოცულობის სამუშაოები ჩატარდა. ადგილობრივების განცხადებით, მათი უდიდესი პრობლემა შენობის მდგრადობის საკითხი იყო. მათი თქმით, ნალექიანი ამინდის დროს დაგროვებული წყალი საძირკველში იღვრებოდა, რაც მათთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. დღეს აღნიშნული პრობლემა უკვე აღმოფხვრილია, რადგან კორპუსის ეზოში სანიაღვრე სისტემა მოეწყო, რომლის სამუშაობის დასრულების შემდეგ, ასფალტის საფარი დაიგო.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)