|
2015-03-03 15:29:52, 644 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტის განახლებული შენობა გახსნა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ ბათუმის დედათა და ბავშთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკური ცენტრის სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტის განახლებული შენობა გახსნა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სახელით ახალშობილების დედებს ტკბილეული გადასცა და დედის დღე მიულოცა. ცნობისთვის, სამშობიაროს გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ მინიჭებული აქვს ბავშვისადმი კეთილგანწყობილი სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტის სტატუსი, ორჯერ დაჯილდოვებულია USAID/JSI-ის მიერ ეფექტური პერინატალური მოვლის პროგრამის წარმატებულად განხორციელებისათვის. სამშობიროში დაცულია ოპტიმალური ძუძუთი კვების ყველა საფეხური. აღსანიშნავია, რომ სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტი სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. მომავალ დედებს დახვდებათ თბილი და კეთილგანწყობილი გარემო. ახლადგახსნილ მშობელთა სკოლაში ხდება მომავალი მშობლების მომზადება ორსულობის და მშობიარობის მიმდინარეობის, ახალშობილის მოვლისა და კვების, ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის და კონტრაცეპციის საკითხებზე.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)