|
2016-07-06 13:04:17, 678 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდში მცხოვრებ 320 დევნილ ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ, ადგილობრივ თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ზუგდიდში, წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, წყალმომარაგების კომპანიამ თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრები 320 დევნილი ოჯახის ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო. უწყების ცნობით, პროექტი ითვალისწინებს ახალი ჭაბურღილის მოწყობას, რის შემდეგაც იძულებით გადაადგილებულ პირები 24 საათიანი წყალმომარაგებით და ხარისხიანი წყლით იქნებიან უზრუნველყოფილი. გიორგი კობერიძე თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრებთა პრობლემას სასმელ წყალთან დაკავშირებით, რამდენიმე კვირის წინ გაეცნო და დევნილ მოსახლეობას დახმარება აღუთქვა.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)