2016-07-06 12:52:13, 646 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ნაძალადევის რაიონის გამგებელთან ზაზა გაბუნიასთან ერთად, ნაძალადევის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში რამდენიმე ქუჩაზე სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, ასფალტის საფარი იგება დაისის, უიარაღოსა და ბოგვის ქუჩებზე. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს ღრმაღელის პირველ შესახვევშიც.
პარალელურად რეაბილიტაცია უტარდება ღრმაღელის მეტროსადგურთან და დადიანის მე-2 მ/რ ში კორპუსებს შორის არსებულ სკვერებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან