2016-07-05 23:41:32, 636 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში, შვიდი ადამიანი მოწამვლის ნიშნებით ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს
ბათუმში, შვიდი ადამიანი საშუალო სიმძიმის ინტოქსიკაციით, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც პაციენტების ნათესავები ამბობენ, შვიდივე მათგანი ერთი ოჯახის წევრია, ისინი ვახშამზე ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდნენ, სადაც ხინკალი მიირთვეს.
ექიმების პირველადი ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურია და მათ პირველადი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან