16:36 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-05 21:59:59, 1326 ნახვა

მსოფლიო
FBI: ჰილარი კლინტონი საიდუმლო ინფორმაციას უკიდურესად დაუდევრად ეპყრობოდა

ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის მიერ პერსონალური ელექტრონული ფოსტის გამოყენების საქმის გამოძიება დაასრულა.

ამერიკელი გამომძიებლების დასკვნაში ნათქვამია, რომ ჰილარი კლინტონი საიდუმლო ინფორმაციას უკიდურესად დაუდევრად ეპყრობოდა. ამის მიუხედავად, გამოძიების ფედერალური ბიურო იუსტიციის სამინისტროს მიმართავს რეკომენდაციით, ჰილარი კლინტონს ბრალი არ წაუყენონ.

უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არსებული ინფორმაცია ამტკიცებს, რომ ჰილარი კლინტონმა უსაფრთხოების წესდება დაარღვია, თუმცა ეს განზრახ არ ჩაუდენია.

“იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ვერ ვოპივეთ მკაფიო მტკიცებულებები, რომ სახელმწიფო მდივან კლინტონსა და მისმა კოლეგებს განზრახული ჰქონდათ საიდუმლო ინფორმაციასთან მიპყრობის წესების მარეგულირებელი კანონების დარღვევა, არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ ისინი მუშაობისას უკიდურესად დაუდევრად ეპყრობოდნენ ძალიან მნიშვნელოვან საიდუმლო ინფორმაციას”, - განაცხადა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა ჯეიმს კომიმ.

გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი 2 ივნისს დაკითხეს. დაკითხვა თითქმის სამ საათს გაგრძელდა.

ცნობისთვის, სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნის დროს ჰილარი კლინტონის მიერ ელექტრონულ მიმოწერასთან დაკავშირებით სკანდალი 2015 წლის მარტში აგორდა. მალევე მან თავისი მიმოწერის გასაჯაროების პირობა დადო. სექტემბერში კი ბოდიში მოიხადა, რომ პირად საფოსტო სერვერს სამსახურეობივი მიმოწერისთვის იყენებდა.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის ფედერალური კანონი დოკუმენტაციის შესახებ ავადებულებს თანამდებობის პირს, სამსახურეობრივი მიმოწერა სამსახურეობრივი ელექტრონული სერვერიდან აწარმოოს და კორესპონდენცია არქივს გადასცეს, რადგან ის სახელმწიფო საკუთრებად ითვლება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
სალომე ზურაბიშვილი: საჭიროა, ახალი პარტიები გამოჩდნენ
მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics