|
2016-07-05 19:29:48, 538 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის სხდომაზე 14 საკითხი განიხილეს
აჭარის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც 14 საკითხი განიხილეს. „ჩვენ შევისწავლეთ ზარალის მოცულობა. მთავრობის წევრებს დავავალე, რომ უმოკლეს დროში მოხდეს ზარალის კომპენსირებაზე გადაწყვეტილების მიღება. მარტო ადგილობრივ ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზიანი მილიონ 170 ათას ლარს შეადგენს, რასაც ჩვენი ძალებით ვერ დავფარავთ . ნაწილი თანხებისა, რაც დახმარებების სახით უნდა გაიცეს, არის დაახლოებით 200 000 ლარი, და მისი გამოყოფა მოხდება აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, დანარჩენზე კი მივმართავთ პრემიერს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს“- განაცხადა არჩილ ხაბაძემ. დღევანდელ სხდომაზე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად კომპანიების: „სისთემ ინშაათის“, „Boat Spain SL“ და „ეიერ მერიდიან“-ის მიმართ რიგი ღონისძიებების გატარების შესახებ ისაუბრა. ასევე გამოტანილი იქნა საკითხი სს „საქართველოს ბანკისა“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის ქ. ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გასაფორმებელი შეთანხმების პროექტის მოწონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)