14:49 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-05 10:59:15, 581 ნახვა

საზოგადოება
ოთარ დანელია ჰააგაში ჰოლანდიელ კოლეგას შეხვდა

ჰოლანდიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია  ნიდერლანდების სამეფოს სოფლის მეურნეობის მინისტრს, მარტინ ვან დამს შეხვდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ჰააგაში გამართულ შეხვედრაზე ოთარ დანელიამ  „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების" (DCFTA) ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების და საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

უწყების ინფორმაციით, ოთარ დანელიამ ბოლო პერიოდში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში ასოცირების შეთანხმებით მიღებულ სარგებელს თითოეული ფერმერი იგრძნობს.

შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარებისა და ქართული პროდუქციის ევროპის ბაზარზე ექსპორტის საკითხები განიხილეს.  ოთარ დანელიამ მცირე ფერმერული მეურნეობების გამსხვილების მნიშვნელობაზე და, შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციასა და ამ მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებზე ისაუბრა.

მინისტრმა ხაზგასმით  აღნიშნა, რომ საქართველო ორიენტირებულია ეკოლოგიურად სუფთა, ბიოპროდუქციის წარმოებაზე და საერთაშორისო ბაზარზე, სწორედ ამ ნიშნის დამკვიდრების პოტენციალი აქვს.

ნიდერლანდების სამეფოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, ქართულ მხარეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობისა და სოფლის მეურნეობაში მაღალი ტენოლოგიების დანერგვის კუთხით საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს.

ნიდერლანდების სამეფოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან გამართულ შეხვედრას, ოთარ დანელიასთან ერთად, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე სურგულაძე ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics