21:33 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-04 19:40:38, 571 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს ელჩებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა გაიმართა ეუთო-ში ლატვიის რესპუბლიკის, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის მაკედონიის, ფინეთის რესპუბლიკის, ავსტრიის რესპუბლიკის, ბულგარეთის რესპუბლიკის, შვედეთის სამეფოს მუდმივ წარმომადგენლებთან და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელთან ვენაში. 

შეხვედრაზე განხილული იქნა ეუთო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები. საგარეო საქმეთა მინისტრმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესს და ხაზი გაესვა საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას. აქვე, აღინიშნა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიის ფარგლებში ქართული მხარის მიერ ინიცირებული რეზოლუციის „კონფლიქტი საქართველოში" მიღების მნიშვნელობა.

მიხეილ ჯანელიძემ უცხოელ კოლეგებთან ასევე ისაუბრა მ.წ. ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე და ხაზი გაუსვა არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების მნიშვნელობას საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში.

ეუთო-ს ელჩების მხრიდან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოსადმი მხარდაჭერა და გამოითქვა მზადყოფნა ეუთო-ს ფორმატში შემდგომში თანამშრომლობის გაძლიერებაზე.
აღსანიშნავია, რომ ეუთო-ს ელჩები საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიაზე დასასწრებად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics