|
2016-07-04 16:24:14, 669 ნახვა
საზოგადოება
სულხან მოლაშვილის წამებაში მონაწილე პირების დასჯის მოთხოვნით პეტიცია ვრცელდება
სულხან მოლაშვილის წამებაში მონაწილე პირების დასჯის მოთხოვნით, პეტიცია ვრცელდება. პეტიციას ხელს აწერენ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები. “ქართული საზოგადოება უკანასკნელ გზაზე გააცილებს უცხოეთში გარდაცვლილ სულხან მოლაშვილს. ჩვენი მოქალაქეებისათვის ცნობილია იმ მძიმე სულიერი და ფიზიკური განსაცდელის შესახებ, რაც ბოროტი რეჟიმის დამნაშავე წარმომადგენლების ხელით განუწესა ამ ღირსეულ, ქედმოუხრელ ვაჟკაც კაცს. სწორედ მისი ღირსეული, მედგარი ქცევა და ჭირთათმენა გვაძლევს საფუძველს, რომ ამ ცრემლსა და მწუხარებაში ვიპოვოთ სიამაყის მიზეზი. ამ ჩვენს, ზნეობრივი მაგალითებით ღარიბ დროში სწორედ სულხანმა გვიჩვენა ბოროტებასა და ჯალათობაზე მორალური გამარჯვების მაგალითი. არჩევანი ზნეობრივ კომპრომისსა და სხეულებრივ ტანჯვას შორის მან ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა. ჩვენ, ხელის მომწერებს გვჯერა, რომ ქართული მართლმსაჯულება და საქართველოს ისტორია საკადრის პასუხს გასცემს და სათანადო ადგილს მიუჩენს სააკაშვილის ბოროტი რეჟიმის დამნაშავე წარმომადგენლებს. სულხან მოლაშვილის გამოსვენება შედგება 5 ივლისს 15 საათზე ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძრიდან“, - ნათქვამია პეტიციაში, რომელსაც ხელს აწერენ: ავთანდილ არაბული აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი აკადემიკოსი ალქსანდრე ხარატიშვილი აკადემიკოსი თამაზ ჯოლოღუა პროფესორი გოგი ანთელავა პროფესორი ზაზა შათირიშვილი ფილოსოფოსი ლევან გაჩეჩილაძე ბიზნესმენი შოთა გლურჯიძე მხარვარი კოტე ჯანდიერი მწერალი ბიძინა გეგიძე საზოგადო მოღვაწე ბასა ფოცხიშვილი რეჟისორიო ნანა შონია მსახიობი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) მომღერალი გელა დოლიძე ფიზიკოსი გიგა ბათიაშვილი საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი ნინელი ჭანკვეტაძე მსახიობი თემურ გოცაძე საქართველოს სახალხო მხატვარი მარინა ჯანაშია საქართველოს სახალხო არტისტი გოგი პაპინაშვილი მსახიობი ბუგზარ ბაგრატიონი რეჟისორი ზურაბ ყიფშიძე მსახიობი ნანა კაკაბაძე უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი იურსტი გია ტაბლიაშვილი იურისტი
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)