21:33 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-04 15:02:22, 661 ნახვა

პოლიტიკა
წერეთელი უმრავლესობაზე: ნუ არიან დაძაბულები, მოეშვან

საპარალამენტო  უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი „ქართულ ოცნებას“ ურჩევს, „ნუ არიან დაძაბულები და  მოეშვან“.

ასე გამოხმაურა წერეთელი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გია ვოლსკის განცხადებას, რომლის თანახმადაც არ არის გამორიცხული, რომ წერეთლის კანდიდატურაზე „ევროპის სახალხო პარტიასა“ და რუსეთს შორის გარკვეული გარიგება შედგა.

წერეთელი თვლის, რომ ყველაფერი „პარანოიის ფაზაშია“ გადასული.

„ეს ყველაფერი უკვე პარანოიის ფაზაშია გადასული, ეს დიაგნოზია. ყველაფერი ეჩვენებათ. დაძაბულები არიან და მოეშვან. რატომ არიან დაძაბულები? 4 წელია ვიცე-პრეზიდენტი  ვარ და არ მგონია, რომ რაიმე დიდი დარტყმა მიეღოთ ჩემგან. მე ჩემს ქვეყენას ვეხმარები და არა „ნაციონალურ მოძრაობას“ და  „ქართულ ოცნებას“. ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი სისუსტის მაჩვენებელია“,-განაცხადა წერეთელმა.

როგორც წერეთელმა აღნიშნა, სწორედ ის არის ანტიქართული, ანტიევროპული კამპანია, რასაც დღეს „ქართული ოცნება“ აწარმოებს და ზოგადად სადაც „ ეს პარანოია იხარშება“.

“აღნიშნულ თემაზე ლაპარაკი უბრალოდ სასაცილოა”, - განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, ევროპის სახალხო პარტიამ  გიგი წერეთლის კანდიდატურა ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე წარადგინა და კენჭისყრა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხვალ გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics