02:04 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-04 12:11:39, 878 ნახვა

კომენტარი
გიგი წერეთელი: სესიაზე საკმაოდ სოლიდური დოკუმენტის მიღება მოხდა

სესიაზე საკმაოდ სოლიდური დოკუმენტის მიღება მოხდა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგი წერეთლმა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციასთან „კონფლიქტი საქართველოში“  დაკავშირებით განაცხადა.

როგორც წერეთელმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს ყურადღება აღნიშნულ საკითხზე იქნება ფოკუსირებული.

"ის რაც ოკუპაციასა და რუსეთთან ურთიერთობას, დევნილებს, ანექსიას და ა.შ. ეხება, ყოველთვის იქნება მნიშვნელოვანი განსახილველი თემა. ამ სესაიზე სოლიდური დოკუმენტის ერთხმად მიღება მოხდა. კარგია რომ ეს ჩვენი საერთო პოზიციაა, ეს ხაზს უსვამს იმას, რომ საკითხი მნიშვნელოვანია და მსოფლიოს ყურადღება აღნიშნულ საკითხზე იქნება ფოკუსირებული. მიუხედავად იმისა, თუ რას იტყვიან ჩვენი ოპონენტები", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტმა, ქართული დელეგაციის მიერ მომზადებულ რეზოლუციას „კონფლიქტი საქართველოში“ მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხოლოდ რუსეთის დელეგაციის 3-მა დეპუტატმა მისცა ხმა წინააღმდეგ.

რეზოლუციის კანონპროექტს საბოლოოდ ხვალ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე უყრიან კენჭს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics