14:51 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-04 11:11:44, 639 ნახვა

საზოგადოება
ზოგადი უნარების გამოცდის პირველ სესიაზე აბიტურიენტთა 4,5% არ გამოცხადდა

ზოგადი უნარების გამოცდის პირველ სესიაზე აბიტურიენტთა 4,5% არ გამოცხადდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით გახსნილ ოცდაერთივე საგამოცდო ცენტრში ზოგადი უნარების გამოცდა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

პირველ სესიაზე დარეგისტრირებული 9600-ზე მეტი აბიტურიენტიდან გამოცდაზე 95.5% გამოცხადდა. მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება.

ზოგადი უნარების გამოცდა 4-5 ივლისს, 4 სესიად იმართება. აბიტურიენტებს გამოცდის ჩასაბარებლად 3 საათი და 10 წუთი აქვთ განსაზღვრული.

1-2 ივლისს აბიტურიენტებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ჩააბარეს. დარჩენილ საგნებში გამოცდების განრიგი კი, ასეთია:

 6-7 ივლისი პირველი და მეორე სესია ინგლისური ენა; 6 ივლისი პირველი სესია რუსული ენა; 6 ივლისი მეორე სესია ფრანგული ენა; 7 ივლისი მეორე სესია რუსული ენა; 7 ივლისი პირველი სესია გერმანული ენა; 12 ივლისი მეორე სესია სამოქალაქო განათლება; 14 ივლისი პირველი სესია მათემატიკა; 15 ივლისი პირველი და მეორე სესია გეოგრაფია; 18 ივლისი პირველი და მეორე სესია ისტორია; 19 ივლისი პირველი სესია ლიტერატურა; 20 ივლისი პირველი სესია ბიოლოგია; 21 ივლისი პირველი სესია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; 21 ივლისი პირველი სესია ქიმია; 22 ივლისი პირველი სესია ფიზიკა.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 38 500-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 4 000-მდე სტუდენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 12 500-ზე მეტი, პედაგოგთა საგნობრივ გამოცდაზე კი, 22 700-ზე მეტი პედაგოგი.

საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებშია გახსნილი: თბილისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ხულო, ახალციხე, ქუთაისი, გორი, თელავი, რუსთავი, ოზურგეთი.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics