|
2016-07-04 11:16:50, 565 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: საქართველოს შესახებ რეზოლუციაში 56 ქვეყანა ერთს ეუბნება, რომ დაიცვას სტანდარტები, რომლებიც დასაცავია
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი დოკუმენტით, 56 ქვეყანა ერთს ეუბნება, რომ დაიცვას ის სტანდარტები, რაც დასაცავია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, რეზოლუციაში ყველა იმ პრობლემას გაესვა ხაზი, რომელიც საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არსებობს. „ეს რეზოლუცია 57 ქვეყანას მოუწოდებს, იყოს დაცული საერთაშორისო სამართლის პრინციპები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. რუსეთმა ევროკავშირის შუამავლობით უნდა შეასრულოს 2008 წლის აგვისტოში დადებული ხელშეკრულება და მისცეს საშუალება დევნილებს, თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნდნენ. მათ ასევე უნდა გაიყვანონ შეიარაღებული შენაერთები ჩვენი ტერიტორიებიდან და უარი თქვან საქართველოს რეგიონების სახელმწფიოებად გამოცხადებაზე. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ერთხმად გადაწყვიტა ამ რეზოლუციისთვის მხარი დაეჭირა. რუსეთმა მას მხარი არ დაუჭირა და ჩვენ ეს არ გაგვკვირვებია. ამ დოკუმენტით მსოფლიოს 56 ქვეყანა ერთ ქვეყანას ეუბნება, რომ დაიცვას ის სტანდარტები, რაც დასაცავია“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დოკუმენტი მის სახელს ატარებს და მის მიერ არის ინიცირებული, მაგრამ დოკუმენტის შექმნაში საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ყველა წევრმა მიიღო მონაწილეობა. „მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციის ყველა წევრმა, უმრავლესობიდან და უმცირესობიდან. ყველა ერთად ვიმუშავეთ და მაგალითია იმისა, რომ ჩვენ, პოლიტიკური ძალები საერთაშორისო არენაზე ვახერხებთ გაერთიანებას და შედეგი გაცილებით მარტივად მიიღწევა“, - აღნიშნა უსუფაშვილმა. ცნობისთვის, „ექსპო ჯორჯიაში“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, რიგით 25-ე ყოველწლიური სესია მიმდინარეობს. კომიტეტებამ დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი განიხილეს.
თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები ციხეში
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)