|
2016-07-02 19:19:32, 655 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი. აფხაზეთში, დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგის მხრიდან საზღვაო დესანტის გადმოსხმის შედეგად გამართული ბრძოლის დაწყებიდან დღეს 24 წელი გავიდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, გააქტიურდა აფხაზური ფორმირება. მოწინააღმდეგემ ქართული შენაერთების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართულმა მხარემ რამდენიმე დღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა, ვახტანგ ყოლბაიამ ტამიშის ბრძოლის მიმდინარეობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორდეს და ქართულ-აფხაზური კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდეს. „აფხაზეთის ომის წარსულ ქრონიკებში ტამიშის ბრძოლები ყველაზე მძიმე და ტრაგიკულია. 24 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ოჩამჩირის რაიონის სოფელი ტამიში და მისი მომიჯნავე სოფლები სისხლისმღვრელი ბრძოლების ადგილად იქცა. ერთ კვირაზე მეტ ხანს ქართველი სამხედროები წინააღმდეგობას უწევდნენ ზღვიდან რუსეთის მიერ გადმოსხმულ, დესანტს. ყველაფერი კი 2 ივლისს დაიწყო. სისხლისმღვრელი საბრძოლო მოქმედებები 10 დღეზე მეტ ხანს გაგრძელდა. ქართველმა სამხედროებმა უმაგალითო სიმამაცე გამოიჩინეს და დიდი დანაკარგის ფასად რუსებით, ჩრდილოკავკასიელი დაქირავებულებითა და აფხაზი მებრძოლებით დაკომპლექტებული ძლიერი და კარგად მომზადებული დესანტი მოიგერიეს. ძალიან ბევრი მებრძოლი დაგვეღუპა იმ დღეებში, რომელთაც გამუდმებით ვიხსენებთ და დავტირით დღევანდელ დღეს. 2 ივლისს ყველანი ვფიქრობთ იმაზეც როგორი აუნაზღაურებელი მსხვერპლი გავიღეთ ძმათამკვლელ ომში, რომელსაც გამარჯვებული არა ჰყავს. აფხაზებიც და ქართველებიც დავმარცხდით მაშინ, როცა ერთმანეთზე იარაღი აღვმართეთ. ამ მემორიალზე ჩვენი სახელოვანი მებრძოლების გვარებია ამოტვიფრული. დარწმუნებული ვარ, დადგება ის დროც, როდესაც ომში დაღუპული ქართველების და აფხაზების გვარ-სახელებს ერთ საერთო სტელაზე ამოვტვიფრავთ. დღეს პატივს მივაგებთ ჩვენი მებრძოლების სამარადისო ხსოვნას. დიდი მადლობა მათ იმისთვის, რომ თავიანთ სამშობლოს შესწირეს ყველაზე ძვირფასი რაც გააჩნდათ, საკუთარი სიცოცხლე. მადლობა მინდა მოვახსენო ყველას, ვინც დღეს მობრძანდა, პატივი მიაგო ჩვენი სახელოვანი მებრძოლების ხსოვნას“. – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
პოლიციამ ძარცვის, ქურდობისა და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავა
თბილისში, ბინაში უცხო ქვეყნის მოქალაქე მოკლა და მიიმალა - შსს-მ 1 პირი დააკავა
Premium Machinery Armenia ქართულ-სომხური ბიზნესასოციაციის პრეზენტაციაზე
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)