19:58 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-02 18:20:27, 569 ნახვა

პოლიტიკა
კაპანაძე: ცხინვალის გავლით სომხეთ-რუსეთის დაკავშირება, საერთაშორისო მონიტორინგის საშუალებით უნდა განხორციელდეს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ სომხეთსა და რუსეთს შორის მიმოსვლა ცხინვალის რეგიონის გავლით აღდგება, ეს საქართველოსთვის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება.

როგორც "ექსპრენიუსს" კაპანაძემ განუცხადა, 2011 წელს, როდესაც რუსეთი გაწევრიანდა "ვეტეოში" ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობდა, ამ მიმართულებით, საერთაშორისო ვაჭრობის მონიტორინგის შექმნასა და მასში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართვას. თუმცა, მას შემდეგ საქართველოს ეს ხელშეკრულება არ დაუმუშავებია.        

"ზოგადად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვაჭრობა დასაშვებია და კანონიც იძლევა ამის საშუალებას, უბრალოდ, ჩვენს ინტერესებშია, რომ მიმოსვლა და ვაჭრობა მოხდეს საერთაშორისო მონიტორინგის შედეგად. ამისი შანსი გვქონდა ჩვენ, 2011 წელს, როდესაც რუსეთი გაწევრიანდა "ვეტეოში" ჩვენ მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობდა ამ საერთაშორისო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმის შექმნას და საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართვას ამ მიამრთულებით. წელია ჩვენ ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია. ამიტომ, ახლა თუ ცხინვალის გავლით მსგავსი კორიდორი შეიქმნება, ეს არის ჩვენთვის გაშვებული ხელშეკრულება. ზოგადად, ვაჭრობის გადატანა ოკუპირებულ რეგიონში გახსნის ოკუპირებულ ტერიტორიას და ეს არის კარგი", - აცხადებს კაპანაძე.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურასაც შეეხო და აღნიშნა, რომ წერეთლის არჩევის შემთხვევაში ეს იქნება ქვეყნისთვის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი.    

"გიგი წერეთლის კანდიდატურასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნება" არ იქცევა სწორად. მათთვის შიდაპარტიული თემა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. გიგი წერეთლის კანდიდატურა თუ გავა, იქნება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი, რადგან პირველად ხდება, რომ საქართველოს მოქალაქე იქნება საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი. იმედი მაქვს, რომ მათი ხმები გადამწყვეტი არ იქნება", - აცხადებს კაპანაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics