19:59 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-02 15:09:23, 690 ნახვა

პოლიტიკა
კოვალიოვი: ჩატაევი რუსეთისთვის დროულად რომ გადაეცათ, ათათურქის აეროპორტში ტერაქტის აცილება შესაძლებელი იქნებოდა

აჰმედ ჩატაევი რუსეთისთვის დროულად რომ გადაეცათ, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ტერაქტის აცილება შესაძლებელი იქნებოდა, - ამის შესახებ რუსული დელეგაციის თავმჯდომარემ ნიკოლაი კოვალიოვმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებტან განაცხადა.

კოვალიოვის თქმით, რუსეთი ჩატაევის გადაცემას 13 წლის განმავლობაში მოითხოვდა, თუმცა ამაოდ.

„ახლა ყველა თავის გამოსვლაში თურქეთს უსამძიმრებს მომხდარი ტერაქტის გამო, რაც სწორია. ჩვენც ვუთანაგრძნობთ, რადგან ის რაც მოხდა, საშინელებაა. თუმცა მოდით ობიექტურად შევხედოთ იმას, რაც ხდება. მოხდა კი შემდეგი: რუსეთი ტერაქტის ორგანიზატორის გადაცემას 13 წლის განმავლობაში მოითხოვდა. ავსტრიამ მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ რუსულ ბანაკებში წამების შედეგად ხელი დაკარგა - ეს საკმარისი აღმოჩნდა მისი ლტოლვილად აღიარებისთვის. ამის შემდეგ ის ავსტრიის ტერიტორიაზე დააკავეს, ავსტრიამ ისევ უარი თქვა მის გადმოცემაზე, შემდეგ დააკავეს უკრაინაში, თანაც იარაღით, თუმცა ის უდანაშაულოდ ცნეს და გადასცეს საქართველოს, რის შემდეგ ის თურქეთში აღმოჩნდა“, - განაცხადა კოვალიოვმა.

ამასთან, კოვალიოვი ჟურნალისტების შენიშვნას დაეთანხმა, რომ აჰმედ ჩატაევის ბრალეულობა ტერაქტის ორგანიზებაში ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

გარდა ამისა, კოვალიოვმა ჟურნალისტებს მოუწოდა, სიტუაციაში ობიექტურად გაერკვიონ.

„მოდით, დავამყაროთ თანამშრომლობა ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში მაინც. ის, რომ პოლიტიკური ამბიციების გამო ამ სფეროში თანამშრომლობაზე უარი ვთქვით, არის ევროპის კოლოსალური სტრატეგიული შეცდომა, რომელიც ახალ მსხვერპლს გამოიწვევს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რუსეთი ტერორისტის გადაცემას 13 წლის განმავლობაში მოითხოვდა. ჩვენ გვქონდა ყველა შესაძლებლობა სტამბოლში მომხდარი ტერაქტის ასაცილებლად. საჭირო იყო მხოლოდ თანამშრომლობა“, - განაცხადა რუსული დელეგაციის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია მიმდინარეობს, რომელსაც რუსეთის დელეგაციის წევრებიც ესწრებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics