|
2016-07-02 14:34:34, 702 ნახვა
პოლიტიკა
კოვალიოვი: რუსეთის დელეგაცია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციის ყველა პუნქტს შეეწინააღმდეგება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რუსული დელეგაცია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუციის ყველა პუნქტს შეეწინააღმდეგება, - ამის შესახებ დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლაი კოვალიოვმა სესიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. თავმჯდომარის თქმით, რუსეთი არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებს ოკუპაციად იმას, რაც ხდება. „რა თქმა უნდა, არც ერთ შემთხვევაში რუსეთი არ აღიარებს ოკუპაციად იმას, რაც ხდება. გუშინ და დღესაც გაისმის სიტყვები „ოკუპირებული ტერიტორია“, მაგრამ ყველაფერი, რაც რუსეთმა გააკეთა, იყო ნაკარნახევი მხოლოდ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის სურვილით. მოდით გავიხსენოთ სიტუაცია სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს. თუ არ ვცდები, გამყოფ ხაზზე მყოფი 17 მშვიდობისმყოფელი მოკლეს. ისინი უბრალოდ გაანადგურეს. თქვენ მშვიდობისმყოფელები გამყოფი ხაზის უზრუნველყოფისთვის მიიწვიეთ, შემდეგ კი მოკალით და მათი შვილები ობლად დატოვეთ. რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში რუსეთი თავისი ქვეყნის მოქალაქეების დასაცავად დადგა“, - განაცხადა კოვალიოვმა. ცნობისთვის, თბილისში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია მიმდინარეობს, რომელსაც რუსეთის დელეგაციის წევრებიც ესწრებიან.
თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები ციხეში
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)