|
2016-07-02 14:13:08, 893 ნახვა
სამხედრო
თინა ხიდაშელი რომში ნატო-ს თავდაცვის კოლეჯს ეწვია
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელი დელეგაციის წევრებთან ერთად რომში, ნატოს თავდაცვის კოლეჯში იმყოფებოდა. ქართველ სტუმრებს თავდაცვის კოლეჯის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა იანუშ ბოიარსკიმ უმასპინძლა. მან თინათინ ხიდაშელს სასწავლებლის პროგრამები გააცნო და ნატოს თავდაცვის კოლეჯის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ნატოს თავდაცვის კოლეჯში სტუმრობა მსმენელებთან შეხვედრით გაგრძელდა. თინათინ ხიდაშელმა სხვადასხვა ქვეყნების ოფიცრებს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების, ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტთან დაკავშირებული მოლოდინებისა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ლექცია წაუკითხა. მინისტრმა მსოფლიო უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილსა და ტერორიზმის საფრთხეზეც გაამახვილა ყურადღება. „ნატოს თავდაცვის კოლეჯი, რომელიც ნატოს სისტემაში ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუტია, დაახლოებით იმ ტიპის ინსტიტუციაა, რომლის მსგავსიც ჩვენ რამდენიმე დღის წინ გავხსენით საქართველოში. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს თავდაცვის აღმშენებლობის სკოლა (DIB) სულ რამდენიმე წელში ზუსტად ამავე სტანდარტის იქნება. 21 სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ოფიცერთან, პოლკოვნიკებთან და გენერლებთან ერთად შესაძლებლობა მქონდა, გვესაუბრა საქართველოს როლზე, საქართველოს მისიაზე ავღანეთსა და ერაყში, მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ქართველი ხალხისა და მისი შეიარაღებული ძალების მიერ გაღებული კონტრიბუციის შესახებ. მქონდა შესაძლებლობა, გაგვეცვალა არგუმენტები, რატომ არის საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანა და რატომ არის საჭირო მეტი მობილიზაცია დასავლელი პარტნიორების მხრიდან ჩვენი ქვეყნის გაძლიერების და თავდაცვისუნარიანობის გამყარებისთვის“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა. მოგვიანებით თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ნატოს თავდაცვის კოლეჯის პირად შემადგენლობასაც შეხვდა და კოლეჯის მისიისა და ამოცანების შესახებ პრეზენტაცია მოისმინა. რომის ნატოს თავდაცვის კოლეჯში ვიზიტის შემდეგ თინათინ ხიდაშელი იტალიის თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების განაღმვის დახელოვნების ცენტრსაც ეწვია, სადაც საქართველოს და იტალიას შორის ამ მიმართულებით თანამშრომლობა დაიგეგმა.
(NS)
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)