|
2016-07-01 16:45:40, 549 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების საკითხი და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილეს. იმსჯელეს უსაფრთხოებისა და საქართველოს ევროინტეგრაციის თემაზე და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს, რის შესახებაც საქართველოს პრეზიდენტმა შტაინმაიერს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით. შეხვედრისას დაისახა კონკრეტული ნაბიჯები არსებული გამოწვევების დასაძლევად. საუბარი ეუთოს ფორმატში საქართველო - გერმანიის ურთიერთობებს და იმ როლს შეეხო, რომელიც საქართველოს ხელისუფლების აზრით, ეუთომ რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის უნდა შეასრულოს. პრეზიდენტმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს გერმანიაში ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებული შთაბეჭდილებები გაუზიარა და იქ მიღწეულ შეთანხმებებთან დაკავშირებით ესაუბრა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი პრეზიდენტთან შეხვედრაზე გერმანელ ბიზნესმენთა დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა, რომლებსაც საქართველოს პრეზიდენტმა პრეზიდენტის სასახლის ეზო დაათვალიერებინა და გერმანიის დელეგაციასთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო.
თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები ციხეში
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)