19:56 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-01 16:31:13, 526 ნახვა

პოლიტიკა
საქართველო BEPS-ის ინკლუზიური პლატფორმის ხელმძღვანელი ჯგუფის წევრად აირჩიეს

ქ. კიოტოში საქართველოს სახელით, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი არჩეულ იქნა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და დიდი ოცეულის (G 20) მიერ ინიცირებულ დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის (BEPS) ინკლუზიური პლატფორმის ხელმძღვანელი ჯგუფის წევრად.
 
BEPS-ის ინკლუზიურ პლატფორმას, როგორც ასოცირებული წევრი საქართველო მიუერთდა 2016 წლის 14 ივნისს. პლატფორმის მიზანია, ფისკალურ საქმეთა კომიტეტში ქვეყნების თანამშრომლობა თანასწორუფლებიან საფუძველზე BEPS-ის  პაკეტის იმპლემენტაციისათვის.
 
ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ფისკალურ საქმეთა კომიტეტის ბიუროს წევრები (12 ქვეყნის წარმომადგენელი) და BEPS-ის ინკლუზიური პლატფორმის  ასოცირებული წევრები (8 ქვეყნის წარმომადგენელი).
                                                                                 
BEPS-ის პროექტი შემუშავებულ იქნა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის და დიდი ოცეულის მიერ, დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით საერთაშორისო დაბეგვრის წესების გასაახლებლად.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics