|
2015-03-02 18:55:45, 1639 ნახვა
მსოფლიო
პოროშენკომ უკრაინელ მფრინავს ნადეჟდა სავჩენკოს გმირის წოდება მიანიჭა
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რუსეთის ტყვეობაში მყოფ უკრაინელ მფრინავს, უზენაესი რადას დეპუტატს ნადეჟდა სავჩენკოს გმირის წოდება მიანიჭა. შესაბამისი ბრძანება პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. „ნადია უკრაინის სულის გაუტეხელობის და გმირობის სიმბოლოა. სიმბოლო იმისა, თუ როგორ არის საჭირო უკრაინის დაცვა და სიყვარული, ჩვენი გამარჯვების სიმბოლო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სავჩენკო ტყვეობიდან გავათავლისუფლოთ“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. პოროშენკო იმედოვნებს, რომ მას საშუალება ექნება სავჩენკოს უკრაინის გმირის ოქროს ვარსკვლავი პირადად გადასცეს. ნადეჟდა სავჩენკო უკრაინის საჰაერო ძალების მფრინავი და დონბასში კონტრტერორისტულ ოპერაციაში იყო ჩართული. ის ივლისში პრორუსმა სეპარატისტებმა დაატყვევეს და რუსეთის ტერიტორიაზე გაიტაცეს. გამოძიება მას რუსი ჟურნალისტების მკვლელობას ედავება. ციხეში სავჩენკო უკვე მეორე თვეა შიმშილობს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)