2016-07-01 14:08:10, 662 ნახვა
საზოგადოება
კრწანისის გამგებელი ზემო ფონიჭალაში მოსახლეობას შეხვდა
„ზემო ფონიჭალაში კიდევ ერთი ახალი სკვერი გაკეთდება“,-ამის შესახებ ადგილობრივ მცხოვრებლებს კრწანისის გამგებელმა გიორგი კოპალეიშვილმა განუცხადა.
გიორგი კოპალეიშვილმა, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, ბექა ნაცვლიშვილთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის შემდეგ გამგებელი ადგილზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
მე-12 და მე-16 კორპუსებთან, სადაც 192 ოჯახი ცხოვრობს, გამგეობის თანადაფინანსებით საკანალიზაციო ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოები ივლისის ბოლოს დასრულდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან