|
2016-07-01 12:11:35, 525 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: ასოცირების შეთანხმება ევროპული სახელმწიფოს შექმნის საშუალებას გვაძლევს
ჩვენ დღეს ერთად ძალიან მნიშვნელოვან დღეს ავღნიშნავთ. ძალაში შევიდა ასოცირების შეთანხმება და ეს ძალიან დიდი მიღწევაა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გერმანელ კოლეგასთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულებამ პოზიტიური შედეგები მოიტანა და ამას უკვე საქართველოს თითოეული მოქალაქე გრძნობს. "ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ვუმასპინძლოთ საქართველოს დიდ მეგობარს, ის პირველად არ არის საქართველოში. ჩვენ დღეს ერთად ძალიან მნიშვნელოვანი დღე აღვნიშნეთ. ძალაში შევიდა ასოცირების შეთანხმება და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. საქართველო მიისწრაფის ევრპოული ოჯახისკენ, რომ ევროპული სახელმწიფო შევქმნათ. ამის საშუალებას ასოცირების შეთანხმება გვაძლევს. ასოცირების შეთანხმებამ პოზიტიური შედეგები მოიტანა და ამ შედეგებს თითოეული ჩვენი მოქალაქე გრძნობს, იზრდება ექსპორტი და ინვესტიციები", - განაცხადა ჯანელიძემ. ამასთან, მინისტრის განცხადებით, გერმანიას საქართველოსთან ძალიან მაღალი დონის ურთიერთობა აქვს. მისივე თქმით, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საკითხებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და სხვა ბევრ მნიშვნელოვან საკითხს. "გერმანია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში უმსხვილესი კონტრიბუტორია. ამიტომ, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ამ ხალხს.საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ ჩვენ ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ევროპა იყოს უსაფრთხო და სტაბილური. ჩვენ ძალიან მაღალი დონის ურთიერთობა გვაქვს გერმანიასთან. ჩვენ ვისაუბრეთ უსაფრთხოებაზე, კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს ჩვენ ვვცდილობთ ნდობის აღდგენასა და კონფლიქტების დარეგულირებას. გერმანიამ კიდევ ერთხელ დაგვიჭირა მხარი ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები ციხეში
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)