|
2016-07-01 09:11:18, 697 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია იწყება
2016-2017 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაცია დღეს იწყება. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2016-2017 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის ელექტრონული რეგისტრაციის პროცესი ორ ეტაპად წარიმართება. მათივე ინფორმაციით, პირველი ეტაპი დაიწყება დღეს, 13:00 საათზე, რა დროსაც დარეგისტრირდებიან შემდეგი კატეგორიის ბავშვები: „ა) 100 000–ზე ქვევით სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის ბავშვები (სოციალურად დაუცველი); ბ) სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ ფილიალის, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების) მოწერილობის საფუძველზე; გ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; დ) იმ ოჯახის ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით; ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირების შუამდგომლობის საფუძველზე. რეგისტრაციის მეორე ეტაპი 8 ივლისს, 13:00 საათზე დაიწყება და ელექტრონულად დარეგისტრირდება ყველა კატეგორიის ბავშვი. რეგისტრაცია შესაძლებელია მშობლის მიერ შერჩეულ მხოლოდ ერთ საჯარო ბაგა-ბაღში, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე www.kids.org.ge“,-აცხადებენ მერიაში. ცნობისთვის, წელს საჯარო საბავშვო ბაღებში 12 ათასი ვაკანტური ადგილი იქნება. ამასთან, მოთხოვნიდან გამომდინარე, ბაღებში არსებული სათათბირო ორგანოს რეკომემენდაციის საფუძველზე, ბაგა-ბაღის დირექტორისა და სააგენტოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, სექტემბერში, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში აღსაზრდელთა რაოდენობა გაიზარდოს. დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2016-2017 სასწავლო-სააღმზრდელო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. აღსანიშნავია, რომ წელს, ოთხი ახალი ბაღის გახსნით, დამატებით 1500-მდე ადგილი შეიქმნა. ამასთან, მოქმედ საბავშვო ბაღებში აუთვისებელი ფართების გარემონტების შედეგად, 85 ჯგუფი შეიქმნა, რის შედეგადაც სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში ჩართვა 3500-მა პატარამ შეძლო.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)