|
2016-06-30 19:50:47, 541 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: ჩვენი კაცები და ქალები უნიფორმაში თავისი სიცოცხლის ფასად იცავენ გლობალურ სტაბილურობას
"ჩვენი კაცები და ქალები უნიფორმაში თავისი სიცოცხლის ფასად იცავენ გლობალურ სტაბილურობას" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციაზე განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს დამოკიდებულება გერმანიის მიმართ სტრატეგიულია და ორმხრივი ურთიერთობების გაღრამავების თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა დიდ შესაძლებლობებს ხედავს. „მე ვარ ქვეყანაში, რომელმაც 25 წლის წინ აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა. მე ვარ ქვეყანაში, რომლის წარმომადგენლებიც 200 წლის წინ ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში და ამდიდრებენ ჩვენ კულტურას და ყოფას. ჩვენ ქვეყნებს შორის არის ძალიან საინტერესო ბიზნესპროექტები და სტრატეგიული პროექტები, რომელთა გაღრმავებაც ნამდვილად ორივე სახლემწიფოს ინეტერსებშია. ამასთან ერთად, გერმანია არის ქვეყანა, რომელსაც ევროპულ პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი გააჩნია და როგორც აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანა, ჩვენ დაინტერესებული ვართ სიღრმისეულად, რომ ეს პროცესი იყოს წარმატებული და პერსპექტიული. საქართველო დაინტერესებულია ევროპის წარმატებაში, ევროპის ეკონომიკურ პოლიტიკურ და უსაფრთხოების გაღრმავებაში და საქართველო მზად არის ამ პროცესში იყოს აქტიური მოთამაშე. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც როდესაც საკითხი გლობალურ სტაბილურობას ეხება, არასდროს ვიფარგლებით მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით, არამედ ჩვენი კაცები და ქალები უნიფორმაში თავისი სიცოცხლის ფასად იცავენ გლობალურ სტაბილურობას და ამ თვალსაზრისით ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც გვაქვს ამბიცია ვიყოთ ევროპულ პროცესში უაღრესად ჩართულები და აქტიურები" - , აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის ფედერალური პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ინტენსიური ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება და ქართულ- გერმანული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. როგორც პრესკონფერენციაზე გერმანიის ფედერალურმა პრეზიდენტმა იოახიმ გაუკიმ განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი დასტურია იმისა, რომ ჩვენს ქვეყნებს დიდი ხნის მჭიდრო მეგობრობა აკავშირებს და ასევე ჩვენ რთულ დღეებში ერთად ვართ. „მიხარია, რომ ბოლო პერიოდში, ბევრი მაღალი რანგის ვიზიტი შედგა. ნათელი გახდა, რომ გერმანია მთლიანად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ინტენსიურად ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე. გერმანიას რეგიონის და თქვენი ქვეყნის სტაბილური და დინამიური განვითარების დიდი ინტერესი გაააჩნია. მე ძალიან მიხარია, რომ რეფორმები ჩატარდა. ეს საერთაშორისოდ აღიარებულია. ჩვენ გვიხარია, რომ 2014 წლის ივლისიდან მოქმედებს ასოცირების ხელშეკრულება და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომელიც რამდენიმე დღეში შევა ძალაში. ჩვენ ვილაპარაკეთ შიდაპოლიტიკურ მდგომარეობაზე, ჩვენ გვაინტერესებს რამდენად სტაბილურია შიდაპოლიტიკური ვითარება საქართველოში, მალე არჩევნები ჩატარდება და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, თუ რამდენად პოლარიზებულია ქართული საზოგადოება ამ არჩევნების წინ. მე შევიტყვე, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ორიენტაცია მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ინტერესებში შედის. საქართველო მკვეთრად არის ორიენტირებული დასავლეთზე, ევროკავშირზე. მე ვერ ვისაუბრებ კონკრეტულ ნაბიჯებზე, მაგრამ ცხადია, რომ არა მარტო ტრადიციების გამო, რომლებიც ჩვენ გვაკავშირებს, საქართველოს ეს გზა ევროპისაკენ მხარდაჭერილია, არამედ იმის გამოც, რომ არსებობს საკმაოდ რთული სიტუაცია ევროპის აღმოსავლეთით. Brexit-ის შემდეგ ახალი სიტუაცია შეიქმნა ევროპაში და საინტერესოა იმის გაგება, რომ ევროპის სხვა რეგიონებში ევროპის პროექტს მხარს უჭერენ, ევროპულ ფასეულობებს იზიარებენ და რომ ევროპისკენ ხედვა აღმოსავლეთის მხრიდან იმედიანია. სწორედ ამ დღეებში ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბატონო პრეზიდენტო დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, არა მარტო თქვენი მეგობრობისთვის გერმანიასთან, არამედ თქვენი ვიზიტისათვის", - განაცხადა იოახიმ გაუკიმ.
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)